დე ლაურენტისმა კონტესთან ისადილა - რა ითქვა კვარაცხელიაზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კლუბის გენერალურ დირექტორ ანდრეა კიაველისთან და ახალ სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად რომში ანტონიო კონტეს შეხვდა და რესტორან "რინალდი ალ კვირინალეში" ისადილეს.

შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა და ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელად დანიშვნას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებენ (თბილისის დროით 19:00 საათზე). მას სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ. მედიის წარმომადგენლებს ანტონიოსთვის კითხვების დასმის საშუალება კლუბის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნიკოლა ლომბარდომ არ მისცა.

Sky Sport-ი იტყობინება, რომ კონტემ ჯოვანი დი ლორენცოს და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დატოვება და
ალესანდრო ბონჯორნოს (ტორინო) და რომელუ ლუკაკუს (რომა) დამატება მოითხოვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნახეთ ლავრენტას რა მოწყენილი სახე აქვს. 8 თუ 9 მილიონი უნდა გადაუხადოს კონტეს და მაგრა არ უნდა :)
ფეოლა
05 ივნისი 2024 18:38
0
ბონჯორნოს თუ დაიმატებს კარგია, საზაონოვს უფრო მეტი შანსი ექნება ტორინოში
ქომაგი
05 ივნისი 2024 11:02
0
მართალია,მაგრამ ბონჯორნო იტალიის ნაკრებში მიიწვიეს და რატომ უნდა მოინდომოს ტორინოდან ცხრილში მასზე უკან მყოფ გუნდში გადასვლა?ტორინოდან თუ წავა,უკეთეს გუნდში უნდა გადავიდეს,სადაც ხელფასიც უკეთესი ექნება.დღევანდელ ნაპოლის საზონოვი უფრო აკმაყოფილებს,რომელიც პოტენციურად,ნაპოლის ცენტრალურ მცველებს სჯობია და თანამშრომლობა,ორივე მხარისათის სასარგებლო იქნება.
სოსო
05 ივნისი 2024 14:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული