L'Equipe: კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა - კლუბებს რთული მოლაპარაკებები ელით

AutoSharing Option
ჯერ კიდევ გაურკვეველია, დარჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში". ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, დღეს კი "ეკიპი" იტყობინება, რომ ის პარიზული გუნდის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ესაუბრა. აღნიშნულია, რომ ნეაპოლელებთან ძალიან რთული მოლაპარაკებები ელით, იმედს არ კარგავენ, თუმცა ქართველის რაც შეიძლება იაფად ხელში ჩაგდებას ცდილობენ.

ადრე ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი მონაკოში პარიზული კლუბის საფეხბურთო მრჩეველს, ლუის კამპუშს, შეხვდა.

კვარაცხელიას ალტერნატივად პსჟ რაიან შერკის კანდიდატურას განიხილავს, რომელსაც "ლიონთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გასულ სეზონში
პარიზელებს 20 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.

რადიო Marte-ს ეთერში "კვარას" თაობაზე მსჯელობისას ჟურნალისტებმა თქვეს, რომ მისი კლასის ფეხბურთელის კვალობაზე არაადეკვატური ხელფასი აქვს, ჯუღელი ორჯერ შეხვდა "ნაპოლის" ახალ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას და მოლაპარაკებები მძიმედ მიმდინარეობს, ვინაიდან აგენტი მტკიცედ იცავს თავისი კლიენტის ინტერესებს, ხელფასის მაქსიმალურად გაზრდას და დაბალი გამოსასყიდი ფასის დაფიქსირებას მოითხოვს. უახლოეს ხანში მათი მესამე შეხვედრა გაიმართება.

სატრანსფერო ექსპერტმა პაოლო ბარჯიჯამ ტელეკომპანია SportItalia-ს განუცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი უეჭველად წავა, "იუვენტუსი" მზადაა ჯოვანი დი ლორენცო 10 მილიონად შეიძინოს, ხოლო "ნაპოლი" 20 მილიონად აფასებს. რაც შეეხება "კვარას", ბარჯიჯას აზრით, ის ნეაპოლურ კლუბს 40% დატოვებს. "რეპუბლიკას" მტკიცებით, კვარაცხელიას პსჟ სეზონურ გასამრჯელოდ 7.5 მილიონს სთავაზობს (ნაპოლი 5 მილიონს) და მისი წასვლის შემთხვევაში, "ნაპოლის" გეგმა "ბ" აქვს - ფედერიკო კიეზას (იუვენტუსი) გადაბირება.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ოოუუფფ!! თურმე მბამპე უნდა შეცვალოს პსჟ-ში კვარამ, თუ ნომინალურ ჩანაცვლებაზეა საუბარი კი ბატონო!, მაგრამ თამაშით, კლასით, გავლენით და მ/უმეტეს ჩ/ლ მოგების პესპექტივით-კვარამ მბამპე,როგორ უნდა შეცვალოს... ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს- სად კონსერვატორია და სად სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტიო...უფრო ხალხულად რომ არ ვთქვათ...სად ერეკლე.........მოდით რა დარჩეს ეგ ბიჭი სადაც არის-მშვენიერ, თავისი კლასის შესაფერის გუნდშია, ჩავარდნა ყველა გუნდს შეიძლება ქონდეს და მომავალი სეზონისათვის მოემზადოს, თორემ პსჟ-ში დამკვიდრება მესის და სხვა მართლა ვასკვლავებს გაუჭირდათ. თანაც,სავარაუდოთ ხელფასაც გაუზრდიან, რაც ასე გაღელვებთ არამკითხე კვარადონისტების კასტას.
27
ხვიჩას წარმატრბას ვუსურვებ, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატში რომელ გუნდებს უნდა ეთამაშოს, თან მის პოზიციაზე კონკურენციაა-ძალიან სარისკოა. ბარსელონა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ პსჟ ფულით აჯობებს.
ბათუმი
11:11 05-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული