კვარაცხელიას მომავალი გადაწყდა? - კონტემ "ნაპოლიში" დანიშვნის შემდეგ გუნდის სპორტულ დირექტორს ხვიჩაზე ეს შეუთვალა

AutoSharing Option
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლიში" ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას სადილი შედგა.

"პარტენოპეის" დამრიგებელმა მანას აცნობა, რომ ორი ფეხბურთელი ხელშეუხებელია და ამ ზაფხულს მათ არანაირი თანხის სანაცვლოდ არ შეელევიან.

პირველი და მთავარი პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნებაა, მეორე კი - კლუბის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს დარჩენა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას აგენტი "ნაპოლისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მისით პსჟ-ია დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მას რომ უნდა,გასაგებია,მაგრამ ხვიჩას რატომ უნდა უნდოდეს,დე ლაურენტისთან დარჩენა,თანაც ისევ თითქმის სასაცილო ხელფასზე?
სოსო
06 ივნისი 2024 16:53
1
გუნდში ან ფულს უნდა გიხდიდნენ კარგად, ან სპორტული ინტერესი უნდა გქონდეს, სამწუხაროდ ნაპოლიში დღეს ვერ ვხედავ ხვიჩასთვის ვერც ერთს და ვერც მეორეს
მეგრელი
06 ივნისი 2024 16:52
1
მთავარია ლაურენტისს და კონტეს რას და როგორ უბრძანებს გუბაზ სანიკიძე!
გიო
06 ივნისი 2024 16:05
20
საინტერესოა თავად კონტი თუ ითამაშებდა იგივე მათხოვრულ ხელფასზე.თუ ფეხბურთელი ხელშეუხებელია მაშინ იგი დაფასებულიც უნდა იყოს.
სსს
06 ივნისი 2024 15:43
3
ეხლა მთავარია,ზურა-222 რას იტყვის... ))
1234
06 ივნისი 2024 14:43
7
სექტემბრამდე ბევრი დროა.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბარსელონა წაიყვანს ხვიჩას.
რეალობა
06 ივნისი 2024 14:01
6
აი სანაიას უახლოესი..
!!
06 ივნისი 2024 13:57
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული