"კვარაცხელიას ვულკანებს (კონტეს და დე ლაურენტისს) შორის ადვილი სეზონი არ ელის" - "მონაკოს" პრეზიდენტის მრჩეველი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა იგორ კორნეევმა, რომელიც ამჟამად "მონაკოს" პრეზიდენტის მრჩეველია, "ნაპოლის" მწვრთნელად ანტონიო კონტეს დანიშვნაზე გააკეთა კომენტარი.

"ორივეს, მწვრთნელისა და პრეზიდენტის ხასიათების გათვალისწინებით, ძალიან არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს ვულკანების ნაზავია. ალბათ, დე ლაურენტისს ესმის, ვინ აიყვანა. როგორც წესი, კონტე მარტო ჩემპიონობისთვის არ იბრძვის. ის ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გასაყვანად ტრანსფერებისთვის ბევრ ფულს დაქაჩავს, ლიდერების დატოვებას შეეცდება. თუ დარჩება, კვარაცხელიას ადვილი სეზონი არ ელის, ჩარჩოებში მოქცეული იქნება. კონტე თავისუფლად მოქმედების საშუალებას არავის არ აძლევს", - განაცხადა კორნეევმა Матч ТВ-ის ეთერში.

დღეს გავრცელდა
ინფორმაცია, რომ კონტემ კვარაცხელიას დატოვება მოითხოვა, თუმცა, იტალიური მედიის ცნობით, პსჟ დანებებას არ აპირებს და ქართველის შესაძენად ყველაფერს იღონებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწორდი ხვიჩა ამ წუწურაქას,ხომ ხედავ 2წელი მუქთად გარბენინა...არანაირი კონტედ არ ღირს უევროტურნირებო ნაპოლიში დარჩენას...და ოსიმენს 10მილიონი და კვარას 5ზე ევაჭრებიან???
ზურა ზურა
22:41 06-06-2024
7
პსჟ კი არა,ხვიჩა არ უნდა დანებდეს და დაბალ ფასში გაშვება მოითხოვოს.
სოსო
22:24 06-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული