ოთარ კიტეიშვილმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
გრაცის "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალ ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ქართველის გამოსასყიდი თანხა ძალიან დაბალი იქნება და თუ მისი მსურველი კლუბი ამ თანხის გადახდას დათანხმდება, "შტურმი" ოთარის წასვლას ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში "შტურმმა" ავსტრიის ბუნდესლიგა 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო, ოთარ კიტეიშვილი კი ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

altკიტეიშვილი შეიძლება ცნობილ თურქულ გუნდში გადავიდეს

altკიტეიშვილის გოლმა კაცნაკლული "შტურმი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
შტურმი ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად ეტაპზეა.8 მატჩს ჩაატარებს ლიგაზე და რატომ არ უნდა გაეხამგრძლივებინა?თუ სერიოზული მსურველი იქნება კეთილი ინებოს და გადაიხადოს.
Master
22:53 07-06-2024
0
სწორი გადაწყვეტილება მიუღია. ავსტრიაც გადასარევი ქვეყანაა( ციტა მოსაწყენი, მაგრამ სხვა ყველაფერი აწყობილი აქვთ). წარმატებას ვუსურვებ.
Walter White
21:37 07-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული