ოთარ კიტეიშვილმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
გრაცის "შტურმის" ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალ ხელშეკრულებაში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ქართველის გამოსასყიდი თანხა ძალიან დაბალი იქნება და თუ მისი მსურველი კლუბი ამ თანხის გადახდას დათანხმდება, "შტურმი" ოთარის წასვლას ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში "შტურმმა" ავსტრიის ბუნდესლიგა 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო, ოთარ კიტეიშვილი კი ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

altკიტეიშვილი შეიძლება ცნობილ თურქულ გუნდში გადავიდეს

altკიტეიშვილის გოლმა კაცნაკლული "შტურმი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
შტურმში იყო წამყვანი ფეხბურთელი (საუკეთესო) ზურგზე 10 ნომერი გქონდეს ჯობს ვიდრე ტოპ გუნდში იყო და სათადარიგო
ტოტტი
15:28 07-06-2024
2
მგონია რო იდეალური გადაწყვეტილება იყო წარმატებები კიტეს
Gela1981
15:48 07-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული