წყაროს ცნობით, პსჟ-მა "კვარას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, მამუკა ჯუღელმა კი გადაწყვეტილება "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მიანდო.
"ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) დარწმუნდა, რომ არჩევანი არ აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ვერ მოახერხებს. ის უკან უნდა დაიხიოს ისე, როგორც ეს "ნაპოლეონმა" რუსეთში გააკეთა და საკუთარი გეგმები დაივიწყოს.
კამპოსს ქართველის აგენტთან მოლაპარაკებები ჰქონდა, მეტიც, ფეხბურთელი მზად იყო პარიზში გადაბარგებულიყო,
საბოლოოდ, "ნაპოლი" და "კვარას" აგენტი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი "პარტენოპეიში" მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გაუმჯობესდება", - წერს იტალიური გამოცემა.
კიეზა შეიძლება კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?" - იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ