პსჟ "კვარას" 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა, ჯუღელმა გადაწყვეტილება დე ლაურენტისს მიანდო" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონშიც "პარტენოპეიში" იასპარეზებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პსჟ-მა "კვარას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, მამუკა ჯუღელმა კი გადაწყვეტილება "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მიანდო.

"ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) დარწმუნდა, რომ არჩევანი არ აქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ვერ მოახერხებს. ის უკან უნდა დაიხიოს ისე, როგორც ეს "ნაპოლეონმა" რუსეთში გააკეთა და საკუთარი გეგმები დაივიწყოს.

კამპოსს ქართველის აგენტთან მოლაპარაკებები ჰქონდა, მეტიც, ფეხბურთელი მზად იყო პარიზში გადაბარგებულიყო,
კამპოსი "კვარას" 5-წლიან კონტრაქტსა და 7.5 მილიონ ევროს სთავაზობდა. ხვიჩას აგენტის პოზიცია კი არ შეცვლილა, მან ბოლო სიტყვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს მიანდო, კინოპროდიუსერს ხვიჩას შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია.

საბოლოოდ, "ნაპოლი" და "კვარას" აგენტი შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი "პარტენოპეიში" მინიმუმ ერთ სეზონს კიდევ გაატარებს და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გაუმჯობესდება", - წერს იტალიური გამოცემა.

altკიეზა შეიძლება კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

alt"რატომ ამჯობინა პსჟ-მა ქართველი გენიოსი ოსიმენს?" - იტალიელი ჟურნალისტები სიტუაციას განმარტავენ

მკითხველის კომენტარები / 20 /
უგნურებაა, ამ თითო თითო წელიწადში გავა კარიერა და ხვიჩა წესიერ გუნდს ვერ ეღირსება. რა გეჩქარებათ ვერ გავიგე, ხვიჩა ევროპს პირველობის შემდეგ სულ სხვა წონით უნდა წარსდგეს ზაფხულის ტრანსფერზე და პსჟ-ზე დიდ გუნდში უნდა გადავიდეს. ეს ხომ ერთი წლის დაკარგვაა. ვერ გავიგე რას ელოდებით, რა, ერთ წელიწადში იტალიის პირველობაზე მოთამაშე ნაპოლი, სუპერ გუნდი გახდება?
ჟორა გაბრიჭიძე
17:12 08-06-2024
2
კიდე 1 წელი უაზროთ დაკარგული. მომდევნო თაობებმა უნდა ისწავლონ ჭკუა რო ამის ბედი არ გაიზიარონ. პირველ რიგში აგენტისთვის ფული არ უნდა დაგენანოს და ძველ ბიჭი მშიშარა ტრიპაჩი გვერძე არ უნდა დაიყენო.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
15:58 08-06-2024
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული