იმის გამო, რომ დე ლაურენტისმა მართვის სადავეები სრულად თავის ხელში აიღო, განახორციელა გაუმართლებელი საკარდო პოლიტიკა, სკუდეტოს მომპოვებელი გუნდი სერია A-ში მეათე ადგილზე გავიდა, ევროტურნირების გარეშე დარჩა და ურთულეს ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდა. თან ვიქტორ ოსიმენს ხელფასი 10 მილიონ ევრომდე მოუმატა და მისი 130 მილიონად გამოსყიდვა „ალ ნასრის“ გარდა არავის არ სურს, ნიგერიელი კი საუდის
Il Mattino-ს ცნობით, „ნაპოლის“ მფლობელმა გამოსავალის ძებნისას გეგმა მოიფიქრა: პარიზში გაფრინდება და „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ელ ხელაიფის ოსიმენის 120 მილიონად გამოსყიდვას იმ დათქმით შესთავაზებს, რომ მომავალი წლის ზაფხულში კვარაცხელიას მიჰყიდის, ოღონდ იმ პირობით, რომ ქართველის თაობაზე რაიმე ფანტასტიკური წინადადებით არ მიმართოს, რაც მის ნეაპოლში დარჩენას ხელს შეუშლის. ერთი სიტყვით, ვაჭრობა დაიწყება და ხვიჩას ტრანსფერის დაპირებით შეეცდება ვიქტორი შეაძენინოს. დათანხმდება ამაზე ელ ხელაიფი? ვნახოთ...