მამარდაშვილი "ნიუკასლში" გამოირიცხა - "კაჭკაჭებმა" შეთანხმებას სხვა მეკარესთან მიაღწია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემა Cope-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნიუკასლმა" "ვალენსიას" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "კაჭკაჭებმა" არჩევანი "ბარნლის" მეკარე ჯეიმს ტრაფორდზე შეაჩერა.

"ნიუკასლი" "კლარეტებს" ტრაფორდის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, ესპანური პრესის ცნობით, მამარდაშვილი "ვალენსიას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად დატოვებს.

alt"ნიუკასლმა" "ვალენსიას" მამარდაშვილის თაობაზე პირველი შეთავაზება გაუკეთა

alt"ჩელსის" "ნიუკასლისთვის" მამარდაშვილის წართმევა სურს" - ბრიტანული გამოცემა ქართველზე წერს

altმამარდაშვილი "ვალენსიას" დაემშვიდობა - ქართველი მეკარის წასვლა დროის საკითხია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ძალიან კარგი, რადგან უფრო ძლიერი კლუბი სჯობს მისთვის!
ლაშა
12:02 10-06-2024
3
ვალენსია ახალგაზრდული გუნდია, წელსაც ჰქონდათ შანსი კონფერენცლიგაზე გასულიყვნენ. კარგი იქნება, თუ გიორგის "თამადობით" ეს გუნდი დიდ წარმატებებს მიაღწევს.
სამართალი
12:35 10-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული