მამარდაშვილი "ნიუკასლში" გამოირიცხა - "კაჭკაჭებმა" შეთანხმებას სხვა მეკარესთან მიაღწია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემა Cope-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ნიუკასლმა" "ვალენსიას" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, "კაჭკაჭებმა" არჩევანი "ბარნლის" მეკარე ჯეიმს ტრაფორდზე შეაჩერა.

"ნიუკასლი" "კლარეტებს" ტრაფორდის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, ესპანური პრესის ცნობით, მამარდაშვილი "ვალენსიას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად დატოვებს.

alt"ნიუკასლმა" "ვალენსიას" მამარდაშვილის თაობაზე პირველი შეთავაზება გაუკეთა

alt"ჩელსის" "ნიუკასლისთვის" მამარდაშვილის წართმევა სურს" - ბრიტანული გამოცემა ქართველზე წერს

altმამარდაშვილი "ვალენსიას" დაემშვიდობა - ქართველი მეკარის წასვლა დროის საკითხია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს არის მეკარე? თანამედროვე მეკარის არაფერი არ ეტყობა ფეხით ცენტრალური მცველივით უნდა თამაშობდეს 45 მილიონს ამაში ყლე გუნდები თუ გადაიხდიან.მერე იტყვის ქართველები მამარდა დიდ გუნდში უნდა წავიდესო
Giorgi
11 ივნისი 2024 17:11
6
ვინ იდიოტი გადაიხდის 45მლნ-ს მეკარეში? სუსტი გუნდების მეკარეები უფრო სჩანან, ვიდრე გრანდების
კოკა
11 ივნისი 2024 07:26
2
ნოიერმა ძალიან მოუკლო. ეს ის ნოიერი აღარაა, და მალე ალბათ ბაიერნს მეკარე დაჭირდება... სხვა ტოპ გუნდებშიც შეიძლება უახლოეს მომავალში მეკარის პრობლემა დადგეს. ასე რომ ერთი წელი ჯობია ისევ ვალენსიაში დარჩეს ვიდრე ნიუკასლის დონის გუნდში გადავიდეს.
არტ
11 ივნისი 2024 01:37
1
ესპანეთში უნდა დარჩეს. ენა, ცხოვრების და ფეხბურთის სტილი უკვე იცის.ატლეტიკო კარგი იქნებოდა.
Lm
11 ივნისი 2024 00:22
0
მამარდას იუვენტუსი დახატავდა!
რერო
10 ივნისი 2024 16:55
1
მადრიდის ატლეტიკო, ინტერი , იუვენტუსი, ბაიერნი. აქედან რომელიმეში გაასწორებდა
რაბუ
10 ივნისი 2024 15:32
1
ხო მაგრამ ატლეტიკოში შანსი არ აქვს რომ ჩემპონი გახდეს. სხვა გუნდებში კი
დავით 67
11 ივნისი 2024 00:48
0
ნოუკასლისთვის არ მემეტებოდა მანდ მაინც ვერაფერს მოიგებდა, უკეთესი გუნდი იქნება ევროს მერე.
Givi
10 ივნისი 2024 14:19
1
ვალენსია ახალგაზრდული გუნდია, წელსაც ჰქონდათ შანსი კონფერენცლიგაზე გასულიყვნენ. კარგი იქნება, თუ გიორგის "თამადობით" ეს გუნდი დიდ წარმატებებს მიაღწევს.
სამართალი
10 ივნისი 2024 12:35
1
სურვილი კარგია ძმაკაც, მაგრამ ვალენსიამ დიდ წარმატებას როგორ უნდა მიაღწიოს? კონფერენს ლიგას თუ წარმატებად თვლი ეგ არ ვიცი, მამარდაც და კვარაც თავიანთი გუნდებიდან უნდა წავიდნენ უკეთეს გუნდებდი, თორემ პროგრესი არ ექნებათ
მამუკა
10 ივნისი 2024 16:50
1
ძალიან კარგი, რადგან უფრო ძლიერი კლუბი სჯობს მისთვის!
ლაშა
10 ივნისი 2024 12:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული