გაორმაგებული ხელფასი და გამოსასყიდი თანხა - სატრანსფერო ექსპერტი "კვარასა" და "ნაპოლიზე" წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეისთან" ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ჩირო ვენერატო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსები იქნება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც იქნება მითითებული.

"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს. მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო და პლუს, ბონუსები იქნება. ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება. "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ხვიჩას შეხვდება", - განაცხადა ვენერატომ Rai-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "კვარას" ნეაპოლურ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში
ეწურება.

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

 

altკონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

მკითხველის კომენტარები / 17 /
კომუნისტებისდროინდელი შურბოღმა მახსენდება. იმის შვილს თუ აქვს, ჩემს შვილს რატომ არ უნდა ჰქონდეს. იმის შვილს თუ ლევისი აცვია, ჩემი შვილი რითია ნაკლები და ა.შ ოსიმენს თუ აქვს 10მლნ, რატომ არა აქვს ხვიჩას და ა.შ.ხომ ხედავთ უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ გარეგნულ ფაქტორებს აქცევს ყურადღებას, ზოგს ხვიჩას წვერი არ მოსწონს, ზოგს მისი ვარცხნილობა ზოგსაც კიდევ ბუდუს ენის გამოყოფა. თითქოს ეს იყოს მთავარი და თავდადადებული თამაში მეორეხარისხოვანი
დავით 67
10 ივნისი 2024 23:19
11
შური და ბოღმა არაფერ შუაშია, მით უმეტეს, თქვენი კომუნისტების დროინდელი მსგავსი ემოციები.
თუ ნაპოლიში შესაძლებელია, რომ ფეხბურთელს ჰქონდეს 10 მილიონი ხელფასი, ხვიჩას რატომ უნდა ჰქონდეს ამის მეექვსედი?
არავის არ შურს ოსიმენის. ობიექტურად არასწორია ამხელა სხვაობა ხელფასებს შორის. ხვიჩა ხომ ვიღაც ღრმა თადარიგის ფეხბურთელი არაა ნაპოლიში.
გოგია
11 ივნისი 2024 08:38
0
ამის ფეხბურთი ჩათვალე დამთავრებულია. . . რა ნაპოლი რის ნაპოლი. . რომ ინარჩუნებს რა მიზანი აქვს. . ლიგის მოგება?. . 200 მილიონად გაყიდოს ხომ. . .არავინ ეს ბიჭი არ აქცია ლიდერად და თავად ხომ ისედაც არ იქცა.მე ვგულისხმობ კლუბს თორემ ნაკრებში ცოტა ზემოდან ყურება კი დაიწყო.არადა ნაპოლიში უნდა იყოს ქურდი. . . ვგულისხმობ გასახდელს.ხოდა ბიძიკო ისევ არ მოგცემენ პასებს და ისევ შენით თუ გაიელვებს და ეგ იქნება. .პსჟ იყო დიდი შანსი თან შეუთანხმდი.რა ნაპოლი ხალხო რის ნაპოლი. . .
ნაპოლეონი
10 ივნისი 2024 18:08
46
სანაია ჩააყენოს საქმის კურსში კვარაცხელიამ,მაინც მასზე ამოსდის მზე და მთვარე
!
10 ივნისი 2024 14:37
53
გამოსასყიდი თანხა თუ იდება დაგეწერათ ბარემ მოცულობა, თუ ინტრიგას უნარჩუნებთ საკითხს? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა თანხა ჩაიწერება ხელშეკურულებაში, თუ 150 მილიონის ჩადებას უპირებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაპოლიში მოუწევს კარიერის ბოლომდე ყოფნა, ამიტომ ასეთი მშრალი ინფორმაციის დაწერას, აჯობებს საერთოდ არაფერი ითქვას.
soc.press
10 ივნისი 2024 14:13
3
ზღაპარი დაწერეს და ზღაპარს ზღაპარი აღარ დაამატეს.
გიგო
10 ივნისი 2024 18:38
1
5 მილიონი,ძალიან ცოტაა ხელფასად და გააჩნია ბონუსად რამდენი მოიაზრება.ოსიმენს 10 მილიონი აქვს და უკვე ორი სეზონია,ხვიჩა მასზე უფრო მეტი თუ არა,მასზე ნაკლები მნიშვნელობისა არ არის.ნაპოლის შემადგენლობაში,10 თამაშში დაასახელეს საუკეთესო ფეხბურთელად,ორჯერ კი,თვის საუკეთესოდ.ასე რომ მასზე ორჯერ ნაკლებზე რომ დათანხმდეს,ერთი წლის შემდეგ,ძალიან დაბალი გამოსასყიდი უნდა ჩაუწერონ,რომ ხვიჩას სურვილის შემთხვევაში,მისთვის სასურველ გუნდს,გამოსყიდვა და ხვიჩასთვის კარგი ხელფასის გადახდა არ გაუჭირდეს.არ მინდა მანდ დარჩეს,მაგრამ დაბმული ჰყავთ,ბიჭი დე ლაურენტისს და ჯუღელს.ნაპოლი ევროტურნირებზე ვერ გავიდა და მე თუ მკითხავთ,ერთგულების ბონუსიც ერგება,გუნდიდან არ წასვლის გამო.რა თქმა უნდა თუ არ წავიდა!
სოსო
10 ივნისი 2024 13:58
5
სოსო-ს.რა ვიცი აბა რა გითხრა. ვერ ვუგებთ ჩვენ ერთმანეთს ამ საკითხში. მე სხვანაირი ხედვა მაქვს
დავით 67
11 ივნისი 2024 23:08
1
დავით 67-ს.კი,დავით სწორედ ასე დავწერე.მუშის დღიური ფასი,მაშინ 50 ლარი იყო.მე 5 ლარი შევთავაზე და არავინ გამოჩნდა.მეც სწორედ იმიტომ დავწერე,რომ რა შეკითხვაც ახლა შენ დასვი,ეს შეკითხვა მაშინვე დაგესვა.ორი წელია ოსიმენი და კვარა,თანაბრად ეწევიან ლიდერის უღელს,წელს ოსიმენს ტრავმები ჰქონდა და ხვიჩას მეტიც კი მოუწია.დე ლაურენტისმა აიღო და ოსიმენოს ისედაც სხვებზე მეტი ხელფასი,10 მილიონამდე გაუზარდა,ხვიჩას კი ეუბნება,შენ როცა მიგიღე და სტაჟიორის ხელფასი დაგინიშნე,ის კონტრაქტი ჩაამთავრეო.არც ერთი წესიერი დირექტორი,ასე არ მოიქცევა.ვინც მოიქცა,კი დაემხო თავზე ნაპოლი.საერთოდ არ უთამაშიათ ძირითადშიდა კი იღებენ ის ფეხბურთელები,ხვიჩაზე მეტ ხელფასს,არაფრის კეთებაში.რატომღა უნდა ეცადონ ვარსკვლავად გახდომა,თუ არავინ დაუფასებს?ხვიჩა პროფესიონალია და მაინც სხვებზე კარგად თამაშობს,მაგრამ აღარც ის იკლავს თავს და სხვა ფეხბურთელები ხომ საერთოდ ფეხებზე იკიდებენ ნაპოლის ინტერესებს.მოტივაცია აღარ აქვთ,რადგან არაფერს ელიან,გუნდის პრეზიდენტისაგან.სადაც მოთხოვნაა,იქ მიწოდებაც არის,მაგრამ საამისოდ,გადახდაა საჭირო.არ გადაიხდი,ვერც ვერაფერს მიიღებ.2000 წელს საოცრად გვალვიანი წელი იყო.40 მეასედ ფართობზე დავთესეთ სიმინდი და როცა დრო მოვიდა,კულტივაციის გაკეთების შემდეგ,მამაჩემმა ორი მუშა ნახა დასახმარებლად,ძირების გამოსათოხნად და გასათხელებლად.ორივემ თავისი ფასი უთხრა და მამაჩემსაც ვაჭრობა არ დაუწყია,რაც სთხოვეს,შეჰპირდა.გამოუთოხნეს ძირები,მაგრამ აღმჩნდა,რომ ერთს ნაკლები ფასი უთხოვია და მეორეს რამდენიც მისცა,რომ დაინახა,მამაჩემს უსაყვედურა.ორივეს ისე გადაგიხადეთ როგორც მომთხოვეთო,უთხრა მამაჩემმა,მაგრამ მეზობელები იყვნენ და ეგეც არ იყოს,რომ დაგვჭირვებოდა,მეორედ აღარ გამოგვყვებოდა.ამიტომ მამაჩემმა,მასაც მეორე მუშის თანხამდე შეუვსო,გადასახადი.იმ ზაფხულს,ისეთი გვალვა წავიდა,იმ ნაკვეთში,მარცვალი სიმინდი ვერ ავიღეთ.მამაჩემმა იმ ბიჭს უთხრა,აბა მაშინ რომ მებუტებოდი,ახლა დამიბრუნებ იმ ფულსო?ორივეს გაეცინა და მაგით დამთავრდა ყველაფერი,მაგრამ ეს ამბავი იმიტომ მოვყევი,რომ როცა ორი ადამიანი თანაბრად მუშაობს და ერთს მეორეზე მეტს მისცემ,მეორე აუცილებლად ნაწყენი დარჩება.წინასწარი პირობა ერთია,მაგრამ უსამართლობა უკმაყოფილებას იწვევს და მეორედ მისი იმედი აღარ უნდა გქონდეს.ასეთი შემთხვევაც იყო ჩვენთან.პატრონმა ვენახებში მუშების ბრიგადა ამუშავა,მაგრამ კარგი მოსავალი ვერ მიიღო და ფულის მხოლოდ ნაწილი გადაუხადა,მეტის საშუალება არა მაქვსო.მეორე წელს,მასთან აღარავინ წავიდა და იძულებული გახდა,ვენახები გაეყიდა.სათანადო ანაზღაურების გარეშე,არავინ გაგიჩერდება და სხვასთან წავა.პატივისცემა ერთხელ შეიძლება,ორჯერ,რამდენჯერმეც,მაგრამ ერთი და ორი წელი,მხოლოდ პატივისცემის გამო,არავინ გაგიჩერდება,თუ ძალიან დიდი პატივისცემა არ ახსოვს შენგან და ფინანსურადაც გამართული არ არის.ჰო,საყვედური რომ არ მითხრა,შენ სად იყავიო,ვენახებს ვუვლიდი.ფურჩქვნისა და წამლობის პერიოდი იყო და არ ეღალატებოდა.
სოსო
11 ივნისი 2024 16:55
0
ყველა გამოხმაურება
ხვიჩა ჯუღელს უნდა დაემშვიდობოს.
რეალობა
10 ივნისი 2024 13:57
7
მესმის ობიექტურად არ მოგვწონს ჯუღელი მაგრამ ის არ დაგავიწყდეთ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რაც არ უნდა ევროპისკენ ვიწევდეთ ჩვენთან მაინც ყოველთვის იქნება "ქართული ჯიგრული პონტი". შესაბამისად ვერ ადგება ხვიჩა და ოჯახის ახლობელს ვერ გაუშვებს. ერთადერთი ვარიანტი თავად ჯუღელმა უნდა თქვას უარი კვარას აგენტობაზე მარა მაგის გამკეთებელი არ მგონია იყოს.
რეალობას
10 ივნისი 2024 16:10
2
მხოლოდ ასეთ აფერისტებს შეიძლება გაეჩარხათ თავის დროზე ნაპოლსა და რუსულ გუნდ შორის კონტრაქტი, რითაც ხვიჩამ ფაქტიურად ისარგებლა და იტალიის ჩემპიოინიც და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მაგრამ ლაურას ხელში ჩავარდნა მტრისას.
ირაკლი
10 ივნისი 2024 13:37
2
კვარა არ ენდო მაგ აფერისტებს ! შანსი თუ მოგეცემა აუცილებლად მოშორდი მაგათ
zura222
10 ივნისი 2024 13:19
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული