გაორმაგებული ხელფასი და გამოსასყიდი თანხა - სატრანსფერო ექსპერტი "კვარასა" და "ნაპოლიზე" წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეისთან" ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ჩირო ვენერატო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ხვიჩას ხელფასი 5 მილიონი ევრო და დამატებით ბონუსები იქნება. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც იქნება მითითებული.

"ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს აუცილებლად გაახანგრძლივებს. მისი ხელფასი 5 მილიონი ევრო და პლუს, ბონუსები იქნება. ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხაც ჩაიწერება. "პარტენოპეის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ხვიჩას შეხვდება", - განაცხადა ვენერატომ Rai-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "კვარას" ნეაპოლურ კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში
ეწურება.

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

 

altკონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

მკითხველის კომენტარები / 17 /
კომუნისტებისდროინდელი შურბოღმა მახსენდება. იმის შვილს თუ აქვს, ჩემს შვილს რატომ არ უნდა ჰქონდეს. იმის შვილს თუ ლევისი აცვია, ჩემი შვილი რითია ნაკლები და ა.შ ოსიმენს თუ აქვს 10მლნ, რატომ არა აქვს ხვიჩას და ა.შ.ხომ ხედავთ უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ გარეგნულ ფაქტორებს აქცევს ყურადღებას, ზოგს ხვიჩას წვერი არ მოსწონს, ზოგს მისი ვარცხნილობა ზოგსაც კიდევ ბუდუს ენის გამოყოფა. თითქოს ეს იყოს მთავარი და თავდადადებული თამაში მეორეხარისხოვანი
დავით 67
23:19 10-06-2024
11
ამის ფეხბურთი ჩათვალე დამთავრებულია. . . რა ნაპოლი რის ნაპოლი. . რომ ინარჩუნებს რა მიზანი აქვს. . ლიგის მოგება?. . 200 მილიონად გაყიდოს ხომ. . .არავინ ეს ბიჭი არ აქცია ლიდერად და თავად ხომ ისედაც არ იქცა.მე ვგულისხმობ კლუბს თორემ ნაკრებში ცოტა ზემოდან ყურება კი დაიწყო.არადა ნაპოლიში უნდა იყოს ქურდი. . . ვგულისხმობ გასახდელს.ხოდა ბიძიკო ისევ არ მოგცემენ პასებს და ისევ შენით თუ გაიელვებს და ეგ იქნება. .პსჟ იყო დიდი შანსი თან შეუთანხმდი.რა ნაპოლი ხალხო რის ნაპოლი. . .
ნაპოლეონი
18:08 10-06-2024
46
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული