"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

AutoSharing Option
Youtube-ზე გადაცემა "ორშაბათობას" სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო ისტორიებს მოჰყვა.

ის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის წინ ჟოზე მოურინიოს შეხვდა და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონფლიქტის ამბავზე დაეკითხა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი "რომას" თავკაცობდა და "ნაპოლისთან" შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში მასსა და ქართველ ფეხბურთელს შორის დაძაბული საუბარი შედგა.

"მოურინიოს ხვიჩაზე ვკითხე... ვუთხარი, შენ სულ მოგწონს ვიღაცის თამაშიდან გამოთიშვა-მეთქი. მიპასუხა, რამდენჯერმე ისე დაეცა, გაფორმება სცადაო და ამიტომ კვარაცხელიას ვუთხარი, შენ ამისთვის ძალიან დიდი ხარო. 

ჟოზეს ვუთხარი, მთელი საქართველო იწყებდა გინებას, სანამ ხვიჩას
ლოყებზე მოფერება არ დაუწყე-მეთქი", - თქვა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 36 /
Ამან კიდე-კუმ ფეხი გამოყო...წაიღო ტვინი საკუთარი თავის პიარით.ლუიმ ესა მითხრა,კანიჯამ ის მითხრა,ეხლა მაურინიომ ხვიჩაზე მითხრა.წადი რა იტინგიცეთ რაც ყველაზე მაგრად გამოგდით.
Ამას რო კალაძეს დონესთან მიახლოვებული ეთამაშა ყოველ დღე დაგვახჩობდა.აბა ისა თქვი ნაკრებში როგორ აფუჭებდით საქმეს.
Ბაბუაწვერა
18:24 11-06-2024
46
აუუუფ !! ანუ ამით რა უნდა რომ თქვას ? მოურინიოს ვიცნობო ?? ისიც ხომ არ უთხრა ჩემი ბრწყინვალე და განუმეორებელი პრეზიდენტი ვივამედში იტანჯება და უშველეო PP
zura222
17:48 11-06-2024
55

სიახლეები პოპულარული