"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

AutoSharing Option
Youtube-ზე გადაცემა "ორშაბათობას" სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი შოთა არველაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო ისტორიებს მოჰყვა.

ის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის წინ ჟოზე მოურინიოს შეხვდა და ხვიჩა კვარაცხელიასთან კონფლიქტის ამბავზე დაეკითხა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი "რომას" თავკაცობდა და "ნაპოლისთან" შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში მასსა და ქართველ ფეხბურთელს შორის დაძაბული საუბარი შედგა.

"მოურინიოს ხვიჩაზე ვკითხე... ვუთხარი, შენ სულ მოგწონს ვიღაცის თამაშიდან გამოთიშვა-მეთქი. მიპასუხა, რამდენჯერმე ისე დაეცა, გაფორმება სცადაო და ამიტომ კვარაცხელიას ვუთხარი, შენ ამისთვის ძალიან დიდი ხარო. 

ჟოზეს ვუთხარი, მთელი საქართველო იწყებდა გინებას, სანამ ხვიჩას
ლოყებზე მოფერება არ დაუწყე-მეთქი", - თქვა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 36 /
ვანდა როგორ არის შოთი? გეცოდინება.))))))))))
კოლა პაპა
14 ივნისი 2024 09:55
0

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში სიტყვა "ლეგენდარული" განმარტებულია როგორც არაჩვეულებრივი, შეუდარებელი.
შ.არველაძე არის ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი?
ვადასტურებ მის მიმართ პატივისცემას და ვთვლი, რომ ის არის გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი.
ა.
12 ივნისი 2024 11:30
9
მოუს გუნდების ძირითადი ხაზი ზუსტად პროვოკაციაზე გათვლილი რომ იყო ეგ არაფერი?
როგორც მივხვდი ზუსტად ეგ ჰკითხა შოთიმ და მანაც პრაქტიკულად დაუდასტურა, ანუ ჯერ ხომ აჩეხინებდა ხვიჩას, პროვოკაციებზე წამოგება უნდოდა და თან ხვიჩას ფსიქოლოგიურადაც უგვარებდა, ანუ ნამუსზე აგდებდა და აბულინგებდა, ვითომ არ გეკადრებას პონტში, არადა მის ფეხბურთელებს რეები აქვს ნაკადრები...
ძალიან ცუდი საქციელის დადასტურებაა მოუსგან...
დიმიტრი
12 ივნისი 2024 10:45
1
უღირსი გუნდების უღირსი მწვრთნელი. რამოსის პეპეს კარვალიოს კოენტრაოს აღმზრდელი, კოშტაზე მეოცნებე, იბრაში და რონალდუში არსებული მძ..რის ჩამდები არაკაცი, რეალისთვის ზედგამოჭრილი მწვრთნელი, რეალს გერბზე დააფურთხა თან ვერაფერი მოიგო. მესის ცემაზე იყო გუნდი დაგეშილი
Huh
13 ივნისი 2024 04:12
3
მართალი უთხრა. კაცი ასე არ უნდა დაეცე რო ნეიმარისთანა ქალოსიას მიბაძო სამარცხინო საქციელში. მახსოვს პენალდუ როგორ აფორმებდა პენლები რო მიეხო. აბა მესის გადახედეთ ეგრე თუ იქცევა. ტიპს ჩეხავდნენ და ზედმეტს არ აფორბებდა არასდროს. ამაშია კაცობა და ვაშკაცობა და ხმერთიც მაშინ გეხმარება
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
12 ივნისი 2024 04:15
16
ეი "ვაშკაც"- შენ რომ ქართულს სწავლობდი, მაშინ არ დაგეხმარა "ხმერთი" ???
ქართველი
12 ივნისი 2024 11:42
3
რა შუაშია ნაცი და ქოხი,უბრალოდ შოთი შენც დიდი ხარ მასეთი საქციელისთვის.
დღესაც ჩემი ნაცნობი თურქები ამბობენ ჩვენ არ გვყავს არველაძისნაერი შემტევიო და არ გიხდება ასე
კანიჯია,ლუიმ მითხრა,სიმეონეს ველაპარაკე,შონ კონერმა როგორ ხარო..
ჩვენ ვიცით რა ლეგენდაც ხარ და +პიარი შენი თავის არ გინდა.
ტემპერამენტის ამბავია,მაინც 90იანებში გაზრდილი კაცია,რაები აქვს გავლილი და ახლა უვარდება თავში,მგონი ახლა იაზრებს რა მაგარი იყო
Levani
12 ივნისი 2024 01:49
24
ანუ, "ვერაფერი ნაკრები გვყავდა " : ქინქლაძის, ნემსაძის, ქეცბაიას, ჯამარაულის, კალაძის, ცხადაძის, შელიას , არველაძეების დროს ?!
და რამდენი წლის ხარ რო ?
ის დრო კარგად გახსოვს ?
აუუ... ოეე...
ეს "რეებს დაწერამ" "ბალელშიკ" ?! :))))))))...
ლევანი-ს-ს
12 ივნისი 2024 14:16
4
გეთანხმები მეგობარო, ნიჭიერი კაცი არის , აი ლაქლაქიც უყვარს ნიჭის შესაბამისად , თავის აკადემიკოსად წარმოჩენა უყვარს ნამეტანი..
ისე, ბევრი ქება არ უნდა, ობიექტური რომ ვიყოთ - ვერაფერი ნაკრები გვყავდა მაგ შოთა არველაძის ფეხბურთელებისას.
ლევანის
12 ივნისი 2024 02:49
8
შოთა არველაძესთან დაკავშირებით კრიტიკული რაღაცეები რაც დავწერე, ცოტა ინფანტილურობა და ხუმრობა იყო , არა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოწონება დაიმსახურა.
მეორედ,, შოთა ჯიგარი ხარ მეთქი დავწერე და ახლა ამაზე წამოვიდა ლაიქები...
მოკლედ, ამ ხალხის ვერაფერი გავიგე :
- ტყუილა ლანძღავ და აგინებ, მოსწონთ;
- აქებ და ესეც მოსწონთ !
ჰოდა, მე იმ ნაპოლეონის ... ამ ს..ეს რომ წერს,
და იმათიც, ამას რომ ალაიქებს ! :)))
რამდენი ზიზღი და სიძულვილია ამ კომენტატორებსა და კომენტარებში! :(((
ვაი, უბედურო საქართველო ამდენი მედროვის ხელში !!!
ნაპოლეონი
12 ივნისი 2024 01:42
12
კომენტარები რომ წავიკითხე, კიდევ ერთხელ დავწერ: ქოცობა დიაგნოზია.
Walter White
12 ივნისი 2024 01:03
17
დადასტურებულად მძიმე, სამწუხარო და ფატალური მდგომარეობა ,
პესიმისტური პროგნოზით ! :(
ქოცი ნაპოლეონი კი ...
12 ივნისი 2024 01:47
5
დაივიწყე ხომ კაბაჩაცმული რომ გარბოდით ნაცები 2008-ში ომიდან
Waltera-s
12 ივნისი 2024 01:47
16
ყველა გამოხმაურება
კვარაცხელიამ სანაია თუ ჩააყენა საქმის კურსში ამ თემაზე?
!!
12 ივნისი 2024 00:15
14
არველაძემ რა უთხრა არ ვიცი, მაგრამ ჟოზეს მაშინ დაერხა ხვიჩას რომ ხელი შეახო. არ მოეფერებოდა და მისი აჯობებდა.
ლალუკა
11 ივნისი 2024 23:38
9
აუფ, ოღონდ შენ თქვი)))))))))
ლაალუკას
12 ივნისი 2024 10:37
7
შოთა, ჯიგარი ხარ!
გაიხარე!
ნაპოლეონი
11 ივნისი 2024 20:36
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული