"ობლაკი მიდის, ლუნინი გამოირიცხა და მამარდაშვილის კანდიდატურა დარჩა" - ესპანური მედია

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე თვლის, რომ მეკარე იან ობლაკის ცხრაწლიანი, დიდებული ციკლი მის გუნდში დასრულდა. თავად სლოვენიელს კარიერის ინგლისში გაგრძელება სურს, მისი გამოსასყიდი ფასი კი 28 მილიონი ევროა.

ერთი სიტყვით, "როხიბლანკოს" კარგი მეკარის დამატება სჭირდება და ორ კანდიდატს განიხილავს.

El Nacional-ის ცნობით, უკრაინელ ანდრეი ლუნინს "რეალში" ტიბო კურტუას დუბლიორობა არ უნდა და "ატლეტიკოში" გადასვლის წინააღმდეგი არაა, მაგრამ "სამეფო კლუბი" კონკურენტ გუნდში არ გაუშვებს და მზადაა "მანჩესტერს" მიჰყიდოს.

GOL digital-ის მტკიცებით, "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ "ატლეტიკოს" შეუძლია, შანსი ხელიდან არ
უნდა გაუშვან და ქართველისთვის მადრიდული გუნდი საუკეთესო ვარიანტია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
მართლა ასე ფიქრობ თუ განზრახ წერ ამ სისულელეს ლალიგის საუკეთესო მეკარეზე?
ბაჩი
18:28 12-06-2024
0
ევრო 2024 ბევრ რამეს გადაწყვეტს.
მამარდ აგერ ბურთი და აგერ მოედანიო, ზუსტად ამაზეა ნათქვამი
მეგრელი
13:55 12-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული