"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
კვარა არასდროს ლაპარაკობს ბევრს და ყოველთვის ყველაფერთად მიმართებით კორექტულია,სამაგიეროდ გარემოცვას უყვარს ბევრი და უშინაარსო ლაპარაკი!!კვარა გააფრთხილე შენიანები, ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე,რომ ბრაზდები შენიანებზე რატო არ ბრაზობ??!!
6
ნაპოლიკოებო,
სინდისიც კაი ძროხააო ნათქვამია.
ბიჭმა ჩემპიონობა მოგიტანათ,ამდენი წლის მერე,სერიაAს MVP გყავთ გუნდში და კაპიპებს უხდით 2წელია.
ნუთუ არ გრცხვენიათ.
მათხოვრებიც არა ხართ,მათხვრები ხართ
Levani
09:51 17-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული