წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სამიზნეა და ჩვენებურის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალას ხმარობს.
ბოლო ცნობებით, ფრანგულმა გუნდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა.
შეხსენებისთვის, გუშინ კვარაცხელიას მამამ გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მისმა შვილმა "პარტენოპეი" დატოვოს; აგენტ მამუკა ჯუღელის თქმით კი, მიზანი ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.
თავად "ნაპოლი" ამ კომენტარებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა
ამით პრეზიდენტი ჭკუას ისწავლის, რაც მეეჭვება, რადგან კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს!