კონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

AutoSharing Option
„რომას“, „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიჯი დი ბიაჯომ TvPlay-ს ეთერში განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე შეეცდება გაერკვეს, რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით და სიტუაციას გამოასწორებს, ვინაიდან ორი წლის წინ ქართველმა ხანგრძლივვადიან და დაბალანაზღაურებად კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ ეს ნეაპოლური კარიერის დასაწყისში იყო, ახლა კი, როდესაც მისი 70, 80 ან 100 მილიონ ევროდ გაყიდვა უნდათ, დაუშვებელია, მხოლოდ 1 მილიონს უხდიდნენ და ხელშეკრულების კორექტირებას იმსახურებს.

Rai Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის, ჩირო ვენერატოს ცნობით, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას და ჯოვანი დი ლორენცოს შესახებ
გადაწყვეტილება მიიღო:

„კონტეს ნებართვის გარეშე გუნდიდან ვერავინ ვერ წავა და ისინი დარჩებიან. ამის შესახებ კლუბი ოფიციალურ ინფორმაციას 26 ივნისს გაავრცელებს. წამყვანი ფეხბურთელების დარჩენის შესახებ კონტეს პირობა დე ლაურენტისმა ადრე მისცა. „კვარას“ თაობაზე ანტონიომ თქვა, რომ მისი ხელფასი მომატებას საჭიროებს და ეს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდება. აურელიო კონტეს „კვარას“ გასამრჯელოს საკითხის მოგვარებას დაჰპირდა (ფიქსირებული 5.5 მილიონი სეზონში). ხვიჩა, ისევე, როგორც დი ლორენცო, ახალ პროექტში ცენტრალური ფიგურა იქნება“.

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელე პადოვანომ, რომელიც კონტეს მეგობარია, თქვა, რომ ანტონიო „კვარას“ და დი ლორენცოს პრობლემას გამოასწორებს და არ შეიძლება ქართველი იმდენივეს იღებდეს, რამდენსაც ფრანჩესკო კაპუტო „ემპოლიში“.

მთავარ პრობლემად კი ისევ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი რჩება, რომლის 130 მილიონად გამოსყიდვის სურვილი მხოლოდ საუდის არაბეთის კლუბებმა გამოთქვეს, მაგრამ ნიგერიელს იქ კარიერის გაგრძელება არ უნდა.

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
კონტე ლაურენტისს გაუბრაზდება და წავა, _ ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტიც აქვს, როგორც იწერება, _ და მერე ხვიჩამ რა უნდა ქნას, ისევ ლააურენტისისნაირ დ.დ.-სთან უნდა დარჩეს? კონტე თავს უშველის და ვინც კონტეს ხათრით დარჩება, თავს დაიღუპავს. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ნათქვამია.
გია
21 ივნისი 2024 04:04
0
კონტე და ის ბებერი გაიძვერა დაჭამენ ერთმანეთს ორივეს უყვარს ძალაუფლება და არცერთი არ დათმობს ამას, პლიუს ამას კონტესთან მუშაობა არაა ადვილი. ის ნაპოლი არ იქნება რაც სპალეტის დროს იყო,
ალიკა
20 ივნისი 2024 23:57
0
კვარამ ხელშეკრულება უნდა გააუქმოს და ჯარიმა, თუ ასეთი გათვალისწინებული არის პსჟ-მ გადაიხადოს
გიგა
20 ივნისი 2024 22:18
10
ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, კი გვაქვს პირობის დამრღვევის სახელი, მაგრამ
ამ შემთხვევაში საქმე ცოო..ტა უფრო რთულადაა:
მხოლოდ, "დღეს მე ასე მინდა და ასე მაწყობს" არ კმარა . "ხელშეკრულების დარღვევას "
ორივე მხარის თანხმობა სჭირდება ! :)
ისე, მეც ვფიქრობ, ნეტა მოხერხდე(ბოდე)ს ...
შენი ლოგიკა ...
20 ივნისი 2024 23:12
1
კონტეს მკაცრი სტილი კვარას ვერ განავითარებს.კვარას შემტევი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელი სჭირდება.კონტემ სკამზე რომ დასვას,შეცვლებზე შემოიყვანოს არაა გამორიცხული.მოკლედ,ამ ლაურენტისს რომ დაუსხლტებოდეს რამენაირად,იმ დღეს ბედნიერი იქნება.თვითონაც იცის ეს მარა ჯერ ვერაფერს ახერხებს ეტყობა.
მირო
20 ივნისი 2024 20:54
7
უკვე ყელშია ყოველდღე ახალ ახალი ჭორები სანამ ოფიციალური არ გახდება რა აზრი აქ ნეტა ამ ჭორებს არაფერი არაა სიმართლე მაინც რადგან ოფიციალური არ გამხდარა და რა აზრი აქ კამათს
ნოდო
20 ივნისი 2024 20:30
3
დი ლორენცოს ვერ შეინარჩუნებენ, გამორიცხულია.
ჯუნტოლი
20 ივნისი 2024 20:28
2
თახსირები!წელიწადნახევარია სულ გადადების რეჟიმში არიან და დღემდე არ მოუმატეს.ყოველგვარი წინაპირობის გარეშე,ერთი წლის წინ ცალმხრივად,საკუთარი ინიციატივით უნდა მოემატებინა ხელფასი და მაშინ ექნებოდა მცირე,მაგრამ მაინც მორალური უფლება,კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.უნდა მოითხოვოს გაშვება და რაც უნდა თქვან.არ გაუშვებენ და სკამზე დასვამენ?დაე ასე იყოს.უნდა დარწმუნდნენ,რომ არ სურს დარჩენა, დე ლაურენტისის ხელში და იძულებულნი იქნებიან გაუშვან.მალე გაუშვებენ?კარგ ფასს გადაუხდიან.უარს იტყვიან და სკამზე დასვამენ?ზამთრის ფანჯრისათვის მისი ფასი განახევრდება.მანამდე კი,ბურთი აგორაოს,როგორც სხვები აგორავებენ.ასე რომ უნდათ თუ არა,მოუწევთ ამ ზაფხულსვე გაყიდვა.მთავარია ხვიჩამ მტკიცე გადაწყვეტილება დააფიქსიროს და მაგრად დადგეს.
სოსო
20 ივნისი 2024 20:23
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული