კონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

AutoSharing Option
„რომას“, „ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლუიჯი დი ბიაჯომ TvPlay-ს ეთერში განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე შეეცდება გაერკვეს, რა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით და სიტუაციას გამოასწორებს, ვინაიდან ორი წლის წინ ქართველმა ხანგრძლივვადიან და დაბალანაზღაურებად კონტრაქტს მოაწერა ხელი, მაგრამ ეს ნეაპოლური კარიერის დასაწყისში იყო, ახლა კი, როდესაც მისი 70, 80 ან 100 მილიონ ევროდ გაყიდვა უნდათ, დაუშვებელია, მხოლოდ 1 მილიონს უხდიდნენ და ხელშეკრულების კორექტირებას იმსახურებს.

Rai Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის, ჩირო ვენერატოს ცნობით, „ნაპოლიმ“ კვარაცხელიას და ჯოვანი დი ლორენცოს შესახებ
გადაწყვეტილება მიიღო:

„კონტეს ნებართვის გარეშე გუნდიდან ვერავინ ვერ წავა და ისინი დარჩებიან. ამის შესახებ კლუბი ოფიციალურ ინფორმაციას 26 ივნისს გაავრცელებს. წამყვანი ფეხბურთელების დარჩენის შესახებ კონტეს პირობა დე ლაურენტისმა ადრე მისცა. „კვარას“ თაობაზე ანტონიომ თქვა, რომ მისი ხელფასი მომატებას საჭიროებს და ეს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდება. აურელიო კონტეს „კვარას“ გასამრჯელოს საკითხის მოგვარებას დაჰპირდა (ფიქსირებული 5.5 მილიონი სეზონში). ხვიჩა, ისევე, როგორც დი ლორენცო, ახალ პროექტში ცენტრალური ფიგურა იქნება“.

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელე პადოვანომ, რომელიც კონტეს მეგობარია, თქვა, რომ ანტონიო „კვარას“ და დი ლორენცოს პრობლემას გამოასწორებს და არ შეიძლება ქართველი იმდენივეს იღებდეს, რამდენსაც ფრანჩესკო კაპუტო „ემპოლიში“.

მთავარ პრობლემად კი ისევ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი რჩება, რომლის 130 მილიონად გამოსყიდვის სურვილი მხოლოდ საუდის არაბეთის კლუბებმა გამოთქვეს, მაგრამ ნიგერიელს იქ კარიერის გაგრძელება არ უნდა.

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
უკვე ყელშია ყოველდღე ახალ ახალი ჭორები სანამ ოფიციალური არ გახდება რა აზრი აქ ნეტა ამ ჭორებს არაფერი არაა სიმართლე მაინც რადგან ოფიციალური არ გამხდარა და რა აზრი აქ კამათს
ნოდო
20:30 20-06-2024
3
კონტე და ის ბებერი გაიძვერა დაჭამენ ერთმანეთს ორივეს უყვარს ძალაუფლება და არცერთი არ დათმობს ამას, პლიუს ამას კონტესთან მუშაობა არაა ადვილი. ის ნაპოლი არ იქნება რაც სპალეტის დროს იყო,
ალიკა
23:57 20-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული