ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...

AutoSharing Option
სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ "კორიერე სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

"გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. "კვარა" ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე, 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, "ოქროს ბურთს" მოიგებს, დარწმუნებული
ვარ".

altკონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
70-იანი წლების თბილისის დინამოში თამაშობდა თავდამსხმელი გივი ნოდია.ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა,მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა და 100-ანთა კლუბის წევრიც გახდა,მაგრამ კვარას ამბავმა მისი ისტორია გამახსენა.პირველ წლებში,გივი ნოდია ძალიან ფეთქებადი ტავდამსხმელი იყო,რომელიც მცველებს მუდმივი აჩქარებებით,ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და ბევრი გოლიც გაჰქონდა.ასე არ შეიძლება,ძუნძულიც უნდა ისწავლო,გივი.ჩასჩიჩინებდნენ მწვრთნელები თუ მეგობრები და მანაც ისწავლა ძუნძული.ისე ისწავლა,რომ მხოლოდ ძუნძულითღა გამოირჩეოდა.
პირველ სეზონში,კვარაცხელია,კაშკაშა თავდამსხმელი იყო.მერე და მერე,ყველა ჩასჩიჩინებდა,დრიბლინგი კი არა,დაცვაში თამაში უნდა ისწავლო,მთელი ფლანგი დაფარო,კუნთები განივითარო,რომ ვერ დაგჩაგრონ.რამდენი მწვრთნელი გამოიცვალა და ყველა ცდილობდა,კაშკაშა ფლანგის თავდამსხმელისაგან,ნახევარმცველი გამოეყვანა.დღეს უკვე ვხედავთ,რომ კუნთური მასა განივითარა და დრიბლინგების კეთებასაც მოუკლო.უკანაც ჩამოდის,მაგრამ როცა წინ გარბის დრიბლინგებში ვეღარ არის ისეთი წარმატებული.ისე არ მოხდეს,რომ ვარსკვლავი თავდამსხმელისაგან,საშუალო დონის ნახევარმცველი გამოგვიძერწონ.დე ლაურენტისისაგან ზეწოლა,მწვრთნელებისაგან ზეწოლა,გულშემატკივრებისაგან ზეწოლა.ბიჭი ალყაშია და ახრჩობენ.მეშინია არ გატყდეს,რადგან ერთხელ თუ ბზარი გაჩნდა,მისი გამთელება ძნელია და ჩვენივე ხელით და ენით არ მოვსპოთ ამ ბიჭის ტალანტი.ქართველების სენია,სულ მუდამ გმირის გამოჩენას ვნატრობთ,მაგრამ სადმე თუ გამოჩნდა,დავეხვევით ყველანი და სანამ სულს არ ამოვხდით,არ მოვეშვებით.მერე კი კვლავ მოთქმა გოდებას ვიწყებთ და უკვე დამარხულ გმირს მივტირით.
სოსო
03:50 22-06-2024
1
ერთი რამ ზუსტად ვიცი, კვარა ნებისმიერ თამაშში ქმნის 1-2 100%_იან საგოლე მომენტს, ბევრი ფეხბურთელი იცით, ვისაც ანალოგიური რამ შეუძლია? თურქეთთანაც იგივე იყო.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული