"იცით, ჯუღელმა რატომ თქვა, რომ "კვარას" "ნაპოლიდან" წასვლა სურს?" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიზეზი დაასახელა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ საკუთარ "იუთუბგვერდზე" "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემის "სპორტი იმედზე" ეთერში განაცხადა, რომ "კვარას" "ნაპოლიდან" წასვლა სურს.

პედულას თქმით, ქართველმა საფეხბურთო მენეჯერმა მსგავსი რამ იმის გამო თქვა, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩას ხელფასი გაუზარდოს.

"ჩვენ "ნაპოლიში" ყოფნა აღარ გვსურს, რადგან ისინი არ გვაძლევენ ხელფასს, რომელსაც ვიმსახურებთ" - ჯუღელის განცხადება პირადად მე ასე მივიღე. ეს ბიჭი ყოველწლიურად 1.4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ოსიმენი კი - 11 მილიონ ევროს. რა თქმა უნდა, ასეთი
განცხადებები ფულს უკავშირდება.

არტიომ დოვბიკი? "ნაპოლი" მის დამატებას განიხილავს, მაგრამ უკრაინელი ჯერჯერობით შეთავაზებას "ატლეტიკოდან" ელოდება. უკრაინელის მსურველ კლუბებს მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ", - განაცხადა პედულამ.

altფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...

altკონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

alt"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას უსამართლოდ აკრიტიკებთ" - მერაბ მეტრეველმა საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაპოლის და მასთან დაკავშირებული პირების, (თუნდაც კალცონას მხრივ) ამდენი შეურაცხმყოფელი განცხადებების, შემდეგ ამ გუნდში რა ესაქმება, მით უმეტეს სასაცილო ხელფასს ამადლიან.
გივი
22 ივნისი 2024 15:30
0
100% სიმართლეა
G
28 ივნისი 2024 22:04
0
ჯუღელი ცდილობს თავის შეცდომა გამოასწოროს, კონტრაქტის გაფორმებამდე არც ჯუღელი, არც ბადრი და არც ლაურენტისი არ იფიქრებდა რომ ხვიჩა ერთ წელში ასეთ შედეგს დადებდა, ამიტომ შედგა ასეთი არაპროფესიონსლური კონტრაქტი, რითაც მხოლოდ ხვიჩა დაზარალდა
მამუკა
21 ივნისი 2024 18:24
2
სწორად მოიქცა ჯუღელი რომ დააჩქარებინოს ხწლფასის მომატება ან პარიზელებს მიანიშნა რომ.მზადა გადასასვლელად როგორც სხვა ტოპ კლუბებს ასე რომ გაანებეთ თავი ჯუღელს. ყველამ ჩვენ საქმეს მივხედოთ ჯობია
ემიგრანტი
21 ივნისი 2024 12:45
7
რით ვერ მოიშორა ჯუღელი.ეგ დაღუპავს კვარას.
555
21 ივნისი 2024 12:37
27
ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა. აურელიოს გუნდი ვერ განვითარდება და ვერ მოიგებს დიდ ტურნირებს. აურელიო ახალ მწვრთნელსაც გააგდებს მალე. ხვიჩამ ნაპოლისთან ახალ კონტრაქტზე უარი უნდა თქვას, თუ ნორმალური გამოსასყიდი ფასი არ შეიტანა აურელიომ.
რეალობა
21 ივნისი 2024 12:13
1
მანამდე რაც გაუკეთებია ხვიჩასთვის და სხვა ქართველი ფეხბურთელებისთვის მადლობა, ამ ეტაპზე ხვიჩას სხვა დონის აგენტი სჭირდება და არა ისეთი, რომელიც მანიპულაციის გზით საუბრობს. ასეთი მნიშვნელოვანი თამაში მოდის ხვიჩასთვის და რა დროს და რა კომენტარს აკეთებს? ოსიმენზე კომენტარის შემდეგ კიდევ ვერ გამოიტანა დასკვნა? სანამ ნაპოლის ოფიციალური განაცხადი არ გავრცელდა მანამდე არ მოისვენა, ცუდად მოქმედებს ეს ხვიჩას განწყობაზეც და იმიჯზეც.
წიწაკა
21 ივნისი 2024 12:06
7
ფული გახდა სამწუხაროდ მრავალთა ღმერთი და სხვა გადმოსახედიც არ აქვთ. გვიშველოს ღმერთმა.
სოსო
21 ივნისი 2024 11:30
15
ეეჰ სეხნიავ!გადამყრელი,კაცს უყვარდა,ღმერთს ეჯავრებოდაო,არ გაგიგია?შენ თუ სულელი ხარ და შენი ნაშრომი სხვას შეაჭამე,თანაც უნამუსოს,ვერც ღმერთი გიშველის და არც ღირსი იქნები.ბიბლია გვასწავლის,მიეც კეისარს კეისრისა და ღმერთს,ღმრთისა!ეს ნიშნავს,რომ რასაც აკეთებ,შესაბამისი შრომის ანაზღაურებაც უნდა მიიღო.
სოსო
21 ივნისი 2024 17:31
0
ესე იგი ოსიმენი 11 მილიონს რომ იღებს და ხვიჩა ათჯერ ნაკლებს(მგონი ყველაზე ცოტას კლუბში) სწორად მიგაჩნია? მგონი ის უფრო უნდა “გიტყდებოდეს” ასე მასხრად რომ იგდებენ ჩვენებურს…
sosos
21 ივნისი 2024 12:47
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული