ყველა ზღვარს გადავიდა - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაში არანორმალური თანხა მოითხოვა

AutoSharing Option
Sports Zone-ს ცნობით, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის მომავლის განხილვის მიზნით შეხვდა.

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიას წარმომადგენლებმა დე ლაურენტისს აცნობეს, რომ პსჟ ტრანსფერში 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. თუმცა, კლუბის მფლობელმა უპასუხა, რომ ეს იმ თანხის მხოლოდ ნახევარია, რა ფასადაც ხვიჩას გაასხვისებს.

ადრე "კორიერე დელო სპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" და "კვარას" დიდებული წინადადებით მიმართა: 110 მილიონი ევრო ტრანსფერში, თავად ქართველს კი - 4-5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონი.

დე ლაურენტისი თანახმაა,
10 მილიონად შეძენილ კვარაცხელიას 4-5 მილიონი (პლუს, პრემიალურები) გადაუხადოს, ოღონდ ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლების პუნქტის შეტანის კატეგორიული წინააღმდეგია.

მკითხველის კომენტარები / 34 /
ნუ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და მოუწევს გაშვება
Gfg
22 ივნისი 2024 07:54
1
ამიტომ უნდა გყავდეს ფეხბურთის კარგი აგენტი რომ ასეთ მაფიოზ გუნდის მეპატრონეებთან ლაპარაკი შეეძლოს და რაღაც რაღაცეების გათვლები. მაგალითად გამოსასყიდი თანხის ჩაწერა და ა.შ
ტოტტი
22 ივნისი 2024 07:41
1
მილიონიანი კონტრაქტი წელიწადში 5 წლით!გამოსასყიდის გარეშე!დაღუპა ბიჭი ჯუღელმა.კიდე დელაურენტისს ლანძღავენ.))
გიორგი IV
22 ივნისი 2024 08:33
3
კვარას აგენტის მცველად არ გამოვდგები, მაგრამ სანამ კვარა ნაპოლიში გადავიდოდა რამდენი წელი არ ჰქონდა ნათამაშები ქართველს ტოპ 5 ლიგაში?

კვარა იმიტომ არის ძვირფასი რომ თავიდან გაჭრა ყინული და ამიტომაც ყველაზე რთული გზის გავლა უწევს. Ამიტომ დათმო ხვიჩამ ან მისმა აგენტმა ამდენი უფებები რადგან ნულიდან დაიწყეს ყინულს გაჭრა. იმ მომენტში სხვა გამოსავალი შეიძლება Არც იყო.

Რამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს ხვუჩას შემდეგ ტოპ 5 ქვეყანაში? რამდენს აკვრდებიან? ამიტომაც არის ეს ტრანსფერი ყველაზე მაგარი ქართულ ფეხბურთში რაც გაკეთებულა.

Აუცილებლად მოგვარდება ხვიჩას წინაშე უსამართლობა, ამით ნაპოლი უფრო ზიანდება, რადგან კარგად ჩანს როგორ "აფასებენ" ფეხბურთელებს. Ერთი წელი კიდევ არ გაახანგრძლივებს კონრაქტს და ახალ გუნდს გადასვლის ბონუსს გამოართმევს.
Ვისტი
22 ივნისი 2024 11:07
2
აბსოლუტურად გეთანხმებით. ხვიჩა სხივივით გამოჩნდა ჩვენს ჩაბნელებულ ფეხბურთში. მის გამოა ახლა მშობლები შვილების ვარჯიშებს რომ ესწრებიან. მის გამო დაგვაკვირდნენ ევროპელებიც და იმედია ეს ყველაფერი 4-5 წელიწადში შედეგს იქონიებს. ახლა მთავარია თვითონ განვითარდეს, გაიზარდოს როგორც პროფესიონალი, არ დაკმაყოფილდეს მიღწეულით, არ იზარმაცოს და უკეთესი შედეგიც მოვა.ეს გაგვიხარდება ჩვენც, სხვა ყველა ვარიანტი მე პირადად გულს ჩამწყვიტავს
ირაკლი ქუთაისელი
22 ივნისი 2024 13:37
1
ასეა, როცა აგენტად საბჭოთა ყაიდისა და მენტალობის ოროსანი "ძელავიკი" გყავს! კიმ მინ ჯეს მაგალითი გამოდგება აქ, როცა მისმა აგენტმა ასევე არც თუ ძლიერი თურქეთის ლიგიდან ნაპოლიში გადასულ კიმს გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ჩაუდო ხელშეკრულებაში. რატომ დათანხმდა დე ლაურენტისი მაშინ კიმის აგენტის პირობებს? იმიტომ, რომ არგუმენტირებული პოზიციით მივიდა და ადექვატურობის ფარგლებში ჩააჯინა, როგორ მისი და კლიენტის სურვილი, ასევე ნაპოლის ხელმძღვანელობის მოლოდინები. საბოლოო ჯამში კიმმა ფანტასტიკური სეზონი გამოაცხო და ბავარიაშიც უპრობლემოდ გადაბარგდა. ასევე იქნებოდა ხვიჩას შემთხვევაში, მცოდნე აგენტი რომ ყოლოდა და გამოსასყიდ თანხად თუნდაც 70-80 მილიონი ჩაედო ხელშეკრულებაში. ესეც გადამლაშებული თანხა იქნებოდა იმ ხელფასის გათვალისწინებით, რომელიც მაშინ ხვიჩას დაუნიშნეს (1.25მლნ), თუმცა სულ არაფერს ნამდვილად ჯობდა. 2022 წლის აგვისტოში დე ლაურენტისიც ყაბულს იქნებოდა მსგავს წინადადებაზე და პირველივე სეზონის ტრიუმფალურად დასრულების შემდეგ ხვიჩაში მინიმუმ 2-3 გრანდი გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას, თანაც სიამოვნებით, ხელფასად კი მინიმუმ 6-7 მილიონს აიღებდა და ვინ იცის, დღეს რა მიღწევებზე ყოფილიყო გასული.

მესმის ოჯახი, სენტიმენტები და მრავალწლიანი ახლო ურთიერთობა, თუმცა საქმე საქმეა და როცა დიდ ასპარეზზე გადიხარ, საქმის ხარისხიანად საკეთებლად შესაბამისი დონის, ცოდნისა და გამოცდილების პროფესიონალი უნდა დაიყენო გვერდით და არა უვიცი მოხალისე, რომელსაც თავი კიტრი გონია.
ABARA
22 ივნისი 2024 10:12
4
ეტყობა, ძალიან გაუჭირდება ხვიჩას ლაურენტისისგან თავის დაღწევა,თან ასეთი სლაბი აგენტის ხელში.ამ კაცს რეკორდის დამყარება უნდა,10 მილიონად შეძენილი 200-დ გაყიდოს.უფრო იმას ჰგავს,რომ არ უნდა გაშვება და უნდა კაპიკებზე არბენინოს კონტრაქტის ამოწურვამდე.თუ ასე მოხდა,ხვიჩამ თამაშს უნდა მოუკლოს და დააგდოს თავისი ფასი,აჩვენოს ამ წუწურაქს, რომ არაფერში გამოადგება და გააყიდინოს.რა ვიცი,სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
მერა
22 ივნისი 2024 10:39
3
ეს არაკაცი იმას იზავს,რომ ხვიჩა ახალ კონტრაქტზე დაეთანხმება და გარეტ ბეილის მსგავსად,გოლფის თამაშში გაატარებს დროს,სტადიონზე კი,სასეირნოდ გავა.მისი საქციელი,გაიძვერობაც აღარ არის,ეს უკვე ბოროტობაა.მერე თვითონ შეეხვეწება,წადიო,აქედან.ჯუღელს რომ ნამუსის ნატამალი ჰქონდეს,ბოდიშს მოუხდიდა ოჯახს და წავიდოდა.
სოსო
22 ივნისი 2024 03:19
10
ისე ხვდები მაინც რა აბსურდი დაწერე? რა გოლფი და რა შაშკი. ასეთ დროს ფეხბურთელმა უფრო მაგრად უნდა ითამაშოს რომ მსოფლიო ყურადღება მიიქციოს. ისედაც მოკლე კარიერაში არათუ სეზონის, არამედ ერთი თამაშის ჩაგდების უფლებაც არ აქვს ფეხბურთელს.
დავით67
22 ივნისი 2024 03:54
8
აბსოლუტურად გეთანხმები სოსო ბატონო.
555
22 ივნისი 2024 09:05
2
ყველა გამოხმაურება
ძალიან გაიძვერაა ეს ლაურენტისი, არც ხელფასს უზრდის, არც სხვა გუნდში უშვებს, ერთი წელი ფაქტიურად დაპირებებში გაიყვანა, როცა ოსიმენს პირველივე მოთხოვნაზე 10 მილიონი გაუხადა ხელფასი და ამ დროს კვარას 1 მილიონზე არბენინებენ
მამუკა
22 ივნისი 2024 02:51
1
ხვიჩა გაუძელი, არ დარჩები მშიერი 1 მლ იმყოფინე, არ გაუგრძელო ხელშეკრულება მაგ ღორს, ეს ორი წელიც მალე გავა და დასვი ქონიან ნიჩაბზე მერე.
სოსო
22 ივნისი 2024 14:42
2
არ ჭირდება ძმა კონტრაქტის ბოლომდე წვალება. დაიწყება ახალი სეზონი და ითამაშოს ზამთრის შესვენაბამდე ისე როგორ იმ ფეხბურთელმა რომელსაც გუნდში ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს. ხოდა ზამთარში სირი ბებერი ვინუჯდენი იქნება არა 100 არამედ 60 გაყიდოს. 60 კიდე ყველა დიდი გუნდი გადაიხდის ამაში( თუნდაც ბარსაც იშოვის მაგდენს). ოღონდ ცუდათ უნდა ითამაშოს ყველა ოფიციალურ კლუბური თამაში. აი ნაკრები იქნება, ამხანაგური თამაში კლუბში თუ კონტეს ვარჯიშები გიჟივით უნდა იყოს. ვირივით ირბინოს და ბოლომდე დაიხარჯოს კონტესთან რომ ფორმაში იყოს. დარწმუნებული ვარ კონტე ამას მოამატებინებს სულ ცოტა ფიზიკურად მაინ. დაანახოს იმ ბებერ სირს რომ აქ კლე არწვინ არის. ასე თუ მოიგცევა ეს სოფლის გუნდი ნიტო შტო ხვიჩას დაკარგავს იაფად, არც კონტე გაჩერდება ასეთ გუნდში და ზამთარშიც ისიც უშველის თავს. ეგაა სულ დაიკიდოს ნეაპოლელების სიყვარული და მიხედოს თავის თავს. ხვიჩას საქართველოს სიყვარულიც ეყიფა, აფერისტი ნეაპოლელებს თუ არ ეყვარებათ არაა პრობლემა. იმ მომავალი დიდი გუნდის გულშემატკივრები შეიყვარებენ სადაც ამ სოფლიდან წავა.
საბა
22 ივნისი 2024 16:05
1
ნორმალური ქართველისათვის მთავარია კვარა როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრებში და არა რამდენ მილიონს გადაუხდიან გუნდში.საუბედუროდ კარგა ხანია ნაკრებში მაღალ დონეზე არ უთამაშია.აღარ მოგწყინდათ კვარას მილიონებზე ჭორაობა, საიდანაც ერთი ცენტიც არ შეგვხდებათ?
ვა რა დონეა
22 ივნისი 2024 13:16
6
ახალ კონტრაქტში ნორმალური გამოსასყიდი ფასი უნდა იყოს. ამ პუნქტის დათმობა არ შეიძლება. ხვიჩამ არ უნდა მოაწეროს ხელი, თუ არ იქნება კონტრაქტში მისაღები გამოსასყიდი ფასი.
რეალობა
22 ივნისი 2024 03:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული