Milliyet: მიქაუტაძის თამაშით მოხიბლულმა მოურინიომ ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა

AutoSharing Option
Milliyet-ის ცნობით, "ფენერბაჰჩეს" ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდი ყურადღებით აკვირდება და გიორგი მიქაუტაძის თამაშით მოიხიბლა.

გამოცემის მტკიცებით, მოურინიომ სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობას "მეცის" ბომბარდირის შეძენა მოსთხოვა, რომელიც ევრო 2024-ის ვარსკვლავია.

მიქაუტაძით აგრეთვე "ლიონი", "მარსელი", "რენი" და გალათასარაი" არიან დაინტერესებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, "მეცი" კი 20 მილიონად აფასებს.

"ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
გასაგებია, რომ მწვრთნელს გიორგი მიქაუტაძის თამაში მოეწონა და ამიტომ უნდა თურქეთში მისი გადაყვანა, მაგრამ ჩემი აზრით, გიორგი ცოდოა თურქეთში სათამაშოდ. მისით ევროპული გრანდები უნდა დაინტერესდნენ.
ხათუნა
01:49 25-06-2024
1
ერთი ეს მითხარი, მამაშენს ბევრი ჰყავს შენნაირი
ჭკვიანი?! მიქაუტაძე კი არა, მოხარშული წაბლი არ გინდა? თუ მთვარეზე გაფრენა გირჩევნია? ჩვენი ბიჭი ნამდვილად არ განიცდის წინადადებების ნაკლებობას და არჩევანს თავად გააკეთებს!
mourinio-s
20:50 24-06-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული