დე ლაურენტისმა კონტეს პრეზენტაციაზე კვარაცხელიაზე განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს პრეზენტაციაზე ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განცხადება გააკეთა:

"მე შემიძლია დი ლორენცოს გავუგო, ცოტა ნაწყენი იყო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დონის მოთამაშეს ვერ შეველევით. იმედია, იტალიის ნაკრების პლეი-ოფში გასვლის შემდეგ დამშვიდდება.

"კვარა"? პრობლემა არ გვაქვს. არსებობს კონტრაქტი, ჯოვანი მანასთან, ხვიჩასთან და აგენტთან ერთად დავჯდები და ხელშეკრულების შეცვლას შევთავაზებ. თქვენ შეგიძლიათ, რაც გინდათ, ის ილაპარაკოთ. დაუშვებელია წესის დარღვევა და ჩვენ გარეშე ჩვენს ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წარმოება (პსჟ იგულისხმა). 75
წლის ასაკში უკვე არაფერი არ მაკვირვებს. ვცდილობ, მუდამ კორექტული ვიყო. ასე მასწავლეს მშობლებმა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
სანიოლს მადლობის მეტი რა ეთქმის ჩვენსგან. რამ დაგბოღმათ და გაგაბოროტათ ასე?.. მაგ მწვრთნელმა გაგვიყვანა თავისი გადაწყვეტილებებით იმ ზღაპარში სადაც ახლა ვართ, რისთვისაც მადლობა და საერთოდ ძეგლი თუ არა მის საპატივცემულოდ ერთ ქუჩას დაერქვას მისი სახელი, ეგ იქნება სწორი და მადლიერების გამოხატვა, იმ ბედნიერი ისტორიული დღეთბისთვის რაც მარადისობად გვიქცია. დანარჩენს ისტორია გასცემს ღირსეულ პასუხს. Ხოლო ჩასაფრებაში მყოფ ვაი და უმადურ ქართველებს რომლებიც ოდითგანვე არ აკლდა საქართველოს, დრო ჩარეცხავს. ხოლო იმ ლამაზ ისტორიას რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს ვილი სანიოლს ხელმძღვანელობით ისტორია შეინახავს სამუდამოდ.
ირაკლი
26 ივნისი 2024 22:23
5
სექტის წევრებო ბატკნებივით რომ იცავთ სანიოლს..... უეჭველ მოსაგებ თამაში 5 მცველი რომ გამოყავს ამაზეც არ გექნებათ რეაქცია? ფლანგის მაკონტროლებელი მსოფლიო მაშტაბით მითხარი ვინ არის 2 მეტრიანი კაცი???????? რა ლოჩოშვილი სრულ ჭკუაზეა ვილი ან ფედერაცია?????? გოჩოლეიშვილი ისევ არაა... ბუდუ ისევ არაა შენგელიას თუარ გამოიყენებდა რას მიყავდა აძალებდა ვინმე რამეს? ერთი ტუპიაკი ფრანგი თვითდაჯერებული არსება გვყავს მაგის მწვრთნელობა არ გაიშვას არსად!!!! მაგის გამო ტაქტიკურად ძალიან სუსტად ჩავატარეთ ჩემპიონატი. გასაშვებია ეს სანიოლი თან ულაპარაკოდ
რონი
26 ივნისი 2024 21:54
54
ბატონო რონი ,თქვენ ტვინი ჩემოდანში გაქვთ ¡¿
მამუკა
27 ივნისი 2024 03:17
0
ამ მაფიოზებთან რა უნდა ჩვენს ფეხბურთელს ჩემთვის გაუგებარია
E.l
26 ივნისი 2024 21:33
2
რო გაგიმართლებს ვინმე,ამოგათრევს,სასწაულ შედეგს დაგადებინებს და უხდი რეზერვის ხელფასს...
მოვილაპარაკებთ..3 მილიონს მოვუმატებ და ასე დაბოლებით დააბოლე ლუიჯი,მარიოს ბრატი.
ეს ორი წელი გავიდა უკვე და აქამდე რო არ მოუმატე ხო დააკლდა ბიჭს 3-4-5 მილიონი ამ წელს?
რა,არაფერია ამდენი ფული?
4მილიონად წალენჯიხის სქურს ბადრი გაიყვანდა ევროზონაში.
ან მაგას თავი დავანებოთ რამდენი გაჭირვებული ნათესავ-მეზობელი ეყოლება და თავისთვისაც ხო უნდა და რაც უკვე იკრიჟანა ეს წელი კაპიკები რო მისცა...რა ვიცი,რა ვიცი.
უნამუსობაა ერთი სიტყვით
Levani
26 ივნისი 2024 21:09
1
ვაჭარი და ნამუსი? კიდე კაცობა და პატიოსნება მოვთხოვოთ. წადი ხვიჩა, წადი.
გარეჯელი სოვდაგარი
26 ივნისი 2024 20:18
3
კვარამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას დავრჩები თუ არაო ანუ კონტრაქტის დარღვევის ვერსიას განიხილავს. თუ ვერ მორიგდნენ და მემგონი თუ მიაწვა არ უნდა უღირდეს ნაპოლის მაქს 10 მილიონის მიღება კონტრაქტის დარღვევიდან და 90-100 მილიონის დაკარგვა.

თუ მხოლოდ 4 თვია დისკვალიფიკაცია მემგონი ღირს 3 წელი მაგ უნამოსი პრეზიდენტის კლუბში თამაშს
რიკი
26 ივნისი 2024 19:54
0
მშობლებს შენთვის მადლიერება და დამსახურების დანახვა (ასევე შრომის დაფასება) არ უსწავლიათ შენთვის, წუწურაქო? გასულ სეზონში როგორც მოექეცი ხვიჩას, ზუსტად ისევე უნდა მოგექცნენ. P.S. ჯუღელი მაინც უვარგისია.
რატი
26 ივნისი 2024 19:51
1
ფიფას წესებით კვარას შეუძლია კონტრაქტის დარღვევა. ამისთვის მოუწევს ჯარიმის გადახდა, რომელიც ტოლია არსებული კონტრატით მისაღებ თანხისა. ამას ემატება სპორტული სანქცია,თუ ნაპოლი მოითხოვს (ალბათ ასეც ინება).ოთხი თვე დისკვალიფიკაცია.დისკვალიფიკაცია არ შეეხხება ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს ჩემპიონატს. რა სჯობს ხვიჩასთვის ამ სოვდაგართან კიდევ სამი წელი თუ ოთხი თვე დასვენება, თვითონ უნდა გადაწყვიტოს.
მირიან
26 ივნისი 2024 19:31
1
საქართველოს ჩემპიონატში რა პონტში შეუძლია თამაში?
რიკი
26 ივნისი 2024 19:47
0
იმ სიმპატიურმა აგენტმა იმდენი ქნა წესიერებაზეც 'მიგვითითეს'.
ვანდა ჯიქია
26 ივნისი 2024 18:49
6
მანდ რაცაა ნათქვამი ყველაერი პსჟ ს ეკუთნის
ლშა
26 ივნისი 2024 19:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული