"კონტემ თქვა, რომ "ნაპოლიში" აუცილებლად დავრჩები? მის სიტყვებს პატივს ვცემ, მაგრამ..." - "კვარამ" საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და პორტუგალიის (2:0) შეხვედრის შემდეგ მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, RAI-სთან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გუშინ "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც დაადასტურა, რომ "კვარა" მის სამომავლო გეგმებში შედის და ქართველის გასხვისების წინააღმდეგია.

ხვიჩას თქმით, ის იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს აფასებს, თუმცა ჯერჯერობით საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

"ანტონიო კონტემ თქვა, რომ "ნაპოლიში" აუცილებლად დავრჩები? ჯერჯერობით არ ვიცი. მის სიტყვებს პატივს ვცემ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად დრო
მჭირდება. "ნაპოლის" პატივს ვცემ და ეს კლუბი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემს მომავალზე პასუხი არ მაქვს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

altშეშფოთებული დე ლაურენტისი კვარაცხელიასთან მიფრინავს

altვილი სანიოლი: ბიჭებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს - ფედერაციამ ბევრი გააკეთა

altკერპი დაამარცხა და მატჩის შემდეგ მისი მაისურიც მიიღო - რონალდომ "კვარა" დაასაჩუქრა [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელია: სკუდეტოზე მაგარი იყო - ესპანეთთან მოსაგებად გავალთ!

მკითხველის კომენტარები / 11 /
პსჟ არ მოისვენებს თუნდაც სანამ ერთ ლიგას არ მოიგებს იმდენ ფულს ხარჯავენ ნაპოლის არც დაესიზმრება ,კვარა უნდა წავიდეს თუნდაც კუდევ ერთი ტოპ ლიგის ჩემპიონი გახდეს
გაგი
27 ივნისი 2024 20:14
1
არ ვიცი დარჩება თუ წავა ხვიჩა ნაპოლიში/დან, მაგრამ მისი პასუხი ამ კითხვაზე მგონი გამართლებულია შინაარსობრივად და სტრატეგიულად.

როგორც ჩანს ვაჭრობა მიდის და უნდა ეცადოს პირველ რიგში კარგი საფეხბურთო პროექტის გუნდი მოძებნოს, სადაც როგორც ფეხბურთელს საშუალება ექნება თავი გამოიჩინოს დიდ ტურნირებზე, და პარალელურად ეკონომიკური კუთხითაც ის მიიღოს რასაც იმსახურებს.

იტალიური ლიგა კარგია, მაგრამ მგონი ის ფაქტი, რომ ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე არ გამოდის, არის დაკარგული წელი ხვიჩასთვის, რაც კარიერის იმ მომენტში სდაც ახლაა, ნამდვილად არ გამოადგება.
სწორია
27 ივნისი 2024 17:29
1
პსჟ_ში შეიძლება 1-2 ლიგა მოიგოს როგორც კალამ მილანთან ერთად გააკეთა. პროგრესირებადია ძალიან პსჟ.ხოლო ნაპოლი სოფლის გუნდია.
ika
27 ივნისი 2024 13:16
3
გილოცავთ ყველას, წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!! უამრავი პატარა ბავშვი დადის ფეხბურთზე და ბუმია, იზრუნეთ რომ, სასწრაფოდ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში (ძირითადად პროვინციებში) ბავშვებს ქონდეთ გამართული ინფრასტრუქტურა(სამწუხაროდ წუმპეში თამაშობენ),განათლება და მოტივაცია მათ მწვრთნელებს. აი ნახეთ მერე ეროვნული ჩემპიონატის დონე და შესაბამისად ფეხბურთის დონე საქართველოში.
ქომაგი
27 ივნისი 2024 12:48
1
მე პირადად არ მომწონს კვარას შიგა და შიგ კარგი თამაში,არასტაბილურია, ალბათ დროის საქმეა და ამასაც გამოასწორებს. თქვენ რას ფიქრობთ?
ბადრი
27 ივნისი 2024 12:18
22
გეთანხმებით, მეც იგივე ვთქვი ახლობლებტან. ერთი შეხედვით ჩვენ ორივენი გიჟები ვართ, რადგან ამას ვწერთ ფეხბურთელზე, რომელიც მატჩსი საუკეთესოდ აღიარეს. მაგრამ ცივად თუ შევაფასებთ, გუშინ მოედანზე ძველი კვარა ორჯერ ვნახეთ - გოლის გატანისას და მაშინ, როცა ცენტრში 3-4 კაცში დატრიალდა. ტქვენი არ იყოს, თითქმის დარწმუნებული ვარ, ესპანეთთან ძველ კვარას ვიხილავთ და თუ ასე მოხდა და ბიჭებმაც "პორტუგალიური" შემართებით ითამაშეს, მაშინ კიდევ ერთი სენსაცია შეგვიძლია შევთავაზოთ მსოფლიოს! :)
დავით
27 ივნისი 2024 17:56
2
ბიჭი ევროპას თავზე იმხობს, რაღა დროს ნაპოლია? კარგით რა. 10 მილიონადაც არ უნდა დარჩეს.
რუსეთს რა?
27 ივნისი 2024 11:52
6
მიეცი ხელფასი შე წუწურაქო 10 მილიონი მაინც უნდა ქონდეს და განვითარების შესაძლებლობა...ნაპოლი ვერ ვითარედება მაგრამ კონტე კარგი მწვრთნელია შეუძლება ისწავლოს რამე
კვარა
27 ივნისი 2024 11:31
3
ვერ გავიგე რატომ უნდა ელოდოს კვარა როდის ჩამოყალიბდება ნაპოლი ძლიერ გუნდად, მაშინ როცა ძლიერი გუნდების რიგი უდგას?
ჟორა
27 ივნისი 2024 11:29
4
სეხნიაჯან,
ყველას ვულოცავ გამარჯვებას.უკვე დიდი საქმეა რომ დებიუტანტებმა ამდენი მოახერხეს და რაც მთავარია გული და სული ჩადეს სამივე თამაშში.
რაც შეეხება კვარაცხელიას -პრობლემა არის აბსოლუტურად არაპროფესიონალურად შედგენილი კონტრაქტი რომელსაც ორი წლის წინ ხელი მოაწერეს. კვარას არავითარი ინტერესი არ არის დაცული. ლაურენტისს შეუძლია ( და აქვს უფლება) გააკეთოს ყველაფერი რაც მოესურვება. საუბედუროდ არ დგას ტოპ კლუბების რიგი, იმიტომ რომ ამდენი ფულის გადამხდელია მხოლოდ პსჟ.
არ მგონია რომ პსჟ-ს ეშველოს კვარას გადასვლით, რადგან ეგ არ არის წარმატების ჟინით შეპყრობილი გუნდი და ფეხბურთელებისა თუ სტაფის უმრავლესობა მანდ მიდის არა რაიმე დიდი ამოცანების გადასაწყვეტად, არამედ უბრალოდ ფულის საკეთებლად ( რაღაც არაბული კლუბების ევროპული ვარიანტია)
მეც მინდა რომ ნაპოლიდან გადავიდეს, მაგრამ...

ჟორა
27 ივნისი 2024 18:39
1
წელს საშინელება იყო ნაპოლი, არ მგონია მაგ ძუნწმა ლაურენტისმა ვინმე წესიერი დაიმატოს, მარტო კონტეს იმედზეა, ჩაკეტილ ფეხბურთს ათამაშებს კონტრშეტევებზე და კაპიკებში ნაყიდ კვარას იმედად იქნებიან.. სათამაშო პრაქტიკის პონტში კარგია, მაგრამ კვარას გაზრდისთვის გრანდი უკეთესი იქნება. ძალიან მინდა ესპანეთში მოხვდეს, ამას ქოჩორას და მამარდას მაგალითე ვხედავთ, როგორ არიან გაზრდილები 100მაგად.
ilar10N YouTube
27 ივნისი 2024 10:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული