"მასზე გაბრაზებული ვარ" - გუტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა გუტიმ El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, დაახლოებით 1 წლის წინ "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა "კვარას" საკუთარი მაისური გაუგზავნა, რომელსაც თან წერილი ახლდა: "იმედი მაქვს, მაისური მოგეწონა და შენი ოცნებები ახდება. გელოდებით მადრიდში".

გუტის თქმით, ის ქართველზე ცოტათი გაბრაზებულია, რადგან "ინსტაგრამზე" პირად მიმოწერაში ხვიჩა შეჰპირდა, რომ საკუთარ მაისურსაც გაუგზავნიდა.

"კვარაზე" ცოტათი გაბრაზებული ვარ, რატომ? "ინსტაგრამზე" მიმოწერა გვქონდა და თავის მაისურს დამპირდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია. მას აქედან მივმართავ,
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრების მაისურს გამომიგზავნის, რომლითაც ახლა ევრო 2024-ზე ასპარეზობს. ძალიან მსურს, რომ მისი მაისური სახლში მქონდეს. თუმცა ის მაისური არ მინდა, რომლითაც ესპანეთს გააგდებს", - განაცხადა გუტიმ.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

altნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

altდიუსელდორფში კვარაცხელია "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდა - ეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო

მკითხველის კომენტარები / 44 /
რომ მოვუგებთ ჯობია მერე გაუგზავნოს რომ არ დაავიწყდეთ საქართველოს მოგება
ნინო
29 ივნისი 2024 09:22
1
რა კაი ტიპია!
ქომაგი
29 ივნისი 2024 09:12
0
აჩუქე რაა ხვიჩა! კაი ბიჭია ეგ, ნამდვილად!
ზურაბ სუხაშვილი
29 ივნისი 2024 08:38
0
გუტი, ანუ გუტიერესი, რონალდუს ოდნავ წინა თაობის მართლა მაგარი ფეხბურთელი იყო. ეტყობა ხვიჩას არ ახსოვს
1122
29 ივნისი 2024 08:23
1
აჩუქე ჯიმა, კაი კაცია მაგი! რაფერ გეხვეწება ბიჭო!რა დრო დაგვიდგა ნაკრების მაისურებს გუტი და რონალდუ გვეხვეწებიან! წინ საქართველო!
ქართველი
29 ივნისი 2024 02:59
0
ხვიჩუნა, თუ შეპირდი, უნდა შეასრულო კიდეც, სიტყვა სიტყვაა
ხათუნა
28 ივნისი 2024 21:59
3
შინ თუ გარეთ , ყველას კვარასთან აქვს პრეტენზია.
"შინაურები" მაღიზიანებენ და გარეულების კი - დიახაც მესმის.
იმიტომ , რომ კვარა არის STAR .
-
28 ივნისი 2024 21:26
1
ხვიჩა, აი კვირას ესპანეთს რომ დააშამათებთ, გუტის ეგ შენი ხელმოწერილი მაისური გაუგზავნე, ძალიან გაუხარდება....
KOSTAKURTA
28 ივნისი 2024 20:46
0
ეგ არ მინდაო გუტიმ:)
მე
29 ივნისი 2024 11:49
1
გერმანიას რომ გააგდებს მეოთხედფინალში ის მაისურია შენს სახელზე, ელოდე.
გუგა
28 ივნისი 2024 20:18
1
დიდი ხანია ვერ ჩანდნენ, დადუმდნენ, საბაბს ეძებდნენ
კლავიატურის ლომები, ტვალეტის გველეშაპები
წამოიშალნენ ნთხევით-გესლის, ნაღველის, ბოღმის
რაშიც ხართ ჩემპიონები აქ ყველამ კარგად ვიცით!
ნიკა
28 ივნისი 2024 20:14
1
თითს ვხრი შემეშალა სიტყვა!
გმადლობ, განმანათლე დავით.
აწი დავუძახებ ტუალეტს,
შენ კი წამოახტი თავით!
დავითს
29 ივნისი 2024 02:03
0
ტვალეტი არა, ტუალეტი. წერა ისწავლე
დავით
29 ივნისი 2024 00:48
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული