ავტორიტეტულმა ბრიტანულმა FourFourTwo-მ მოცემულ მომენტში მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარის რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი შეიყვანა.
1. ალისონ ბეკერი (ლივერპული/ბრაზილია)
2. ედერსონ მორაესი (მანჩესტერ სიტი/ბრაზილია)
3. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა/გერმანია)
4. მიკ მენიანი (მილანი/საფრანგეთი)
5. მანუელ ნოიერი (ბაიერნი/გერმანია)
6. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/იტალია)
7. იან ობლაკი (ატლეტიკო/სლოვენია)
8. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა/არგენტინა)
9. იან ზომერი (ინტერი/შვეიცარია)
10. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია/საქართველო)
გამოცემა ქართველის შესახებ აღნიშნავს, რომ მეკარეები როგორც წესი წარმატებული კარიერის პიკს 30 წლის ასაკში აღწევენ, ამდენად ძნელი წარმოსადგენია იქამდე რამხელა დონეს შეუძლია მიაღწიოს, რამეთუ
შთამბეჭდავი აგებულებისაა, არა მარტო საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი ბურთების დაუფლებაშია მარჯვე, არამედ დაბალი ბურთების მოგერიებაში, რაც ტანმაღალი მეკარეებისთვის სირთულეს წარმოადგენს, თავისი ოსტატობით საქართველოს ნაკრებს ევროპირველობის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელის ერთ-ერთ ევროპულ გრანდში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.