"დე ლაურენტისმა ჯუღელის მოთხოვნა გაითვალისწინა" - Corriere dello Sport-ი "ნაპოლისა" და "კვარას" მოლაპარაკებებზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას შეატყობინა, რომ "პარტენოპეი" ამ ზაფხულს მის გასხვისებას არ აპირებს.

ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, აურელიო "კვარას" ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს, სადაც გამოსასყიდი თანხაც იქნება მითითებული. წყაროს ცნობით, ხელშეკრულებაში აღნიშნული პუნქტის ჩადებას ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი მოითხოვდა.

გარდა ამისა, ქართველი შემტევის წლიური ხელფასი 5 მილიონი ევრო იქნება და ბონუსების გათვალისწინებით, 7 მილიონამდე გაიზრდება.

Corriere dello Sport-ი აღნიშნავს, რომ "კვარას" სანაცვლოდ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" 110 მილიონი ევრო, თავად ფეხბურთელს კი ხელფასის სახით ყოველწლიურად
11 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "კვარას" ამ ზაფხულს გასხვისებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლისთან" მიმდინარე კონტრაქტი 2027 წელს ეწურება.

alt"თუკი ხვიჩას სურს, პსჟ-ში წავიდეს, ასეც უნდა მოიქცეს, მაგრამ..." - სანიოლმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 16 /
უაზროდ დაკარგული კიდევ ერთი წელი. თანაც ლიგის თამაშების გარეშე.
ეჰ
15:12 01-07-2024
7
ჩემი აზრია რომ უნდა დატოოს ხვიჩამ ნაპოლი, მიუხედავად კონტეს დანიშვნისა ნაპოლიში მეტი ვეღარ გაიზრდება, არანაირი პერსპექტივა არ ჩანს იმისა რომ ნაპოლი ტოპ კლასის ფეხბურთელებს დაიმატებს, კონტეს სამწვრთნელო მოღვაწეობაც ბოლო წლებში არადამაკმაყოფილებელი, სადაც იყო ყველგან კონფლიქტი ჰქონდა და ვადაზე ადრე წამოვიდა, იივე დაემართება ნეაპოლშიც. ხვიჩას აქცენტი უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგა, არ უნდა აჩქარდნენ კონტრაქტის განახლებისას, პსჟ-ს გარდა შეიძლება სხვა გუნდებიც გამოჩნდნენ
მამუკა
16:12 01-07-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული