ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას კვიპროსულ "არისში" განაგრძობს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

30 წლის თავდამსხმელს "აპოელთან" კონტრაქტი ამოეწურა, თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა და ახალ კლუბთან ხელი 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა.

"არისი" გასულ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.

"ანორთოსისისა" და "აპოელის" შემდეგ ეს ქვილითაიასთვის კვიპროსში მესამე გუნდია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ლიმასოლ ყველაზე მაგარი ქალაქია კვიპროსზე და ზოგადად 20 წლის უკან ვცხოვრობდი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე მაღალი დონეა ცხოვრების მხრივ
დავითი
02 ივლისი 2024 17:43
0
გიორგი ქვილითაია, 31 წლისა, ოქტომბერში ხდება და პერსპექტივაზე კი არა,დღეს უკეთეს ხელფასზე ფიქრობს.გაორმაგებული ხელფასი,მისთვის უმნიშვნელო მატება ნამდვილად არ იქნება.მაგ ასაკში,მასზე გაცილებით დიდი ფეხბურთელებიც,უკეთესი შემოსავლის ძებნას ამჯობინებენ,მხოლოდ სპორტულ ინტერესს.მას ოჯახი ჰყავს და ვინც მას,ამის გამო დასცინის,საკუთარ გულში და ოჯახში ჩაიხედოს.ცოლშვილიანი კაცი,ოჯახზე ფიქრობთ თუ მხოლოდ სპორტულ ინტერესზე?ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა და ოჯახის ეკონომიური საფუძველი თუ ახლა არ გააუმჯობესა,მერე შესაძლოა აღარც ჰქონდეს,ამისი საშუალება.
სოსო
02 ივლისი 2024 16:45
0
ორჯერ მეტ ხელფასზე იყო საუბარი არისის მხრიდან დაიწერა
35
02 ივლისი 2024 14:40
0
ოჰო მოგვაწყდა გრანდები, დაიწყო და ჯერ სად ვართ.DDDDDDDDDDDDDDDD
ეეე
02 ივლისი 2024 14:21
30
სამაგიეროდ საქართველოს ნაკრებში იქნები გიო კიდევ 10 წელი გული არ გაიტეხო )))
ტოტტი
02 ივლისი 2024 13:56
19
არ ვიცი, ვისი რაა ასეთის ეს ბიჭი, მაგრამ აშკარად ნეპოტიზმის სუნი უდის მის ნაკრებში გამოძახებასაც კი
ბენტლი
02 ივლისი 2024 14:36
14
არადა აპოელი ლიგაზე გავიდა და არისში რად გადავიდა? ალბათ გუნდმა გაუშვა და უფრო ძლიერ ფორვარდს დაიმატებენ...
Givi
02 ივლისი 2024 13:49
5

სიახლეები პოპულარული