"ფროზინონემ" გიორგი კვერნაძე გამოისყიდა

AutoSharing Option
ახალი მწვრთნელის, ფრანჩესკო ვივარინის წარდგენისას, "ფროზინონეს" სპორტულმა დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ განაცხადა, რომ პარასკევს ფოთის "კოლხეთისგან" 21 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე გამოისყიდეს.

ვივარინის თქმით, ქართველმა კარგი შთაბაჭდილება მოახდინა და მომავალ სეზონში მასზე იმედებს ამყარებს.

კვერნაძეს "ფროზინონეში" თამაში იშვიათად უწევდა, გუნდის სერია B-ში დაქვეითების და შემადგენლობის გაახალგაზრდავების შემდეგ კი, იმედია, თავის წარმოჩენის საშუალება მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნეტა გელაშვილსაც ეშველოს რამე!
0
კარგი შთაბეჭდილება ტუ მოახდინა იშვიათად თამაში რატო უწევდა არც როცა აგებდა იგებდა აბ ფრე იყო საერტოდ არ ქონია შანსი
ნოდო
20:39 02-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული