ქართველების მიმართ ინტერესი იზრდება - კაკაბაძემ შეიძლება კარიერა ინგლისში ან გერმანიაში გააგრძელოს

AutoSharing Option
პოლონური Kanał Sportowy წერს, რომ დიდ ტურნირებზე წარმატებულად ასპარეზობა ფეხბურთელებისთვის თავის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა, შეუძლიათ საკუთარი სამსახურით კარგი კლუბები დააინტერესონ და ამაში მალე შეიძლება საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე დარწმუნდეს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე ისტორია დაწერა და კაკაბაძემ, რომელმაც ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ჩემპიონშიფის ორი და მეორე ბუნდესლიგის ერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო.

წყარო კლუბების ვინაობას არ იტყობინება, მათ ჯერ „კრაკოვიასთვის“ კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა არაა გამორიცხული, ყველაფერი უახლოეს პერიოდში შეიცვალოს.

ოთარს "კრაკოვიასთან" კონტრაქტი 30
ივნისს უმთავრდებოდა, მაგრამ სეზონის ბოლოს 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

altკაკაბაძემ "კრაკოვიასთან" კონტრაქტი გააგრძელა

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩემი აზრით საუცხოო მარჯვენა ნახევარმცველი იქნებოდა. მცველი რატომაა, არ მესმის. ორთაბრძოლები არცთუ ძალიან უყვარს, განსაკუთრებით საჰაერო, პოზიციურად უყურადღებოა, ყოველთვის მის ზონაში რჩება მეტოქე მეურვის გარეშე... მოკლედ კარგი მცველის თვისებები ნაკლებად აქვს, კარგი ნახევარმცველისა - რამდენიც გინდათ. ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში რომ უნიჭო მწვრთნელები გვყავს, თორემ ხომ უნდა შეეცვალათ მისთვის პოზიცია დროულად. გასაგებია, რომ ნაკრებში, სადაც წიტაიშვილი და შენგელია არიან მცველები, იგივე პოზიციაზე ითამაშებდა, მაგრამ საკლუბო კარიერა ხომ გაცილებით წარმატებული ექნებოდა!
ქომაგი
10:20 04-07-2024
1
ისე კაკაბაძე მაგარი თავდაჭერილი ტიპია, ინტელექტუალის შთაბეჭდილებას ტოვებს, ისეთი კატეგორიაა საქმე რომ უყვართ ლაპარაკის ნაცვლად
იკა
23:30 03-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული