sport.quotidiano-ს ცნობით, ჯოშუა ზირზკე 99%-ით დატოვებს "ბოლონიას", 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან, მის შემცვლელს აქედანვე ეძებენ და ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თავგამოჩენილი "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.
გამოცემის მტკიცებით, "ბოლონიას" ხელმძღვანელობამ მიქაუტაძეს ჯერ კიდევ იანვარში მიაქცია ყურადღება; უნდა გაიგონ, რა დაუჯდებათ ტრანსფერი, მაგრამ მისით "ვესტ ჰემიც" დაინტერესდა და ამ გარემოებამ შეიძლება ფასი ასწიოს.
გიორგიმ გასულ სეზონში ლიგა 1-ში 14 გოლი გაიტანა, ევროპირველობაზე კი 3 გოლით ჯერჯერობით სამ ფეხბურთელთან ერთად თანაბომბარდირია.
"ბოლონია" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.