ჯუღელი მანას შეხვდა - "ტუტოსპორტი" "კვარას" ახალი კონტრაქტის დეტალებს ახმოვანებს

AutoSharing Option
Sky-ს სატრანსფერო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, დღეს მილანში ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი "ნაპოლის" სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას შეხვდა.

"ტუტოსპორტი" იტყობინება, რომ კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, წლიურ გასამრჯელოს 5.5 მილიონ ევრომდე მოუმატებენ და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი იქნება შეტანილი - 130 მილიონი.

გამოცემა წერს, რომ ხვიჩას ტრანსფერში პსჟ-ის მიერ შეთავაზებული 110 მილიონი "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან მწვრთნელი ანტონიო კონტე ქართველს გუნდის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს.

ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ "კვარა" გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი
ფეხბურთელი გახდება.

სერია A 17 აგვისტოს აიღებს სტარტს - პირველ ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "ვერონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
კვარა არ ქნა ეგ. რაც არ უმდა ცვლილება იყოს, ვადის გაზრდას არ მოაწერო ხელი, თორემ ეგ წუწურაქი არასდროს გაგიშვებს მანდედან. დღეს თუ არ იხდის პსჟ 130 მილიონს, ხვალ და ზეგაც არ გადაიხდის ნორმალური კლუბი მაგდენს. ორი წელი მოხდილი გაქვს მაგ კლუბში, ერთიც მოიხადე და ეგ წუწირაქი რომ დაინახავს, რომ ვადის ცვლილებაზე ხელს არ უწერ, თვითონ დაგიწყებს გაყიდვაზე ხვეწნას.
დათა თუთაშხია
02:35 05-07-2024
1
ხვიჩა, ახალი აგენტი გჭირდება ოქრო! მათემატიკა და ინგლისური რომ იცის, აღარ არის მახაჩკალის რესტარანშიკების დრო. ვინმე პროფესიონალი აიყვანე
ძველი ფანი
03:07 05-07-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული