Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და დანიური "კოპენჰაგენის" აწ უკვე ყოფილმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა!

31 წლის მცველმა კარიერის ბოლო მატჩი 2023 წლის ოქტომბერში ჩაატარა. მას შემდეგ ხოჭოლავამ 2 ოპერაცია გაიკეთა და დღემდე რეაბილიტაციას გადიოდა. 

დავით საკლუბო კარიერის მანძილზე რუსთავის "მეტალურგში", თბილისის "დინამოში", ფოთის "კოლხეთში", ქობულეთის "შუქურაში", ოდესის "ჩერნომორეცში", დონეცკის "შახტარსა" და "კოპენჰაგენში" უთამაშია. ხოჭოლავას ეროვნული გუნდის მაისურით 39 მატჩი აქვს ჩატარებული. 
მკითხველის კომენტარები / 34 /
ძალიან სამწუხაროა, ნაკრების შეუცვლელი მცველი იყო. მადლობა დავით! მოვიდა დვალი, ტაბიძე, ლოჩოშვილის, საზანოვის, გელაშვილის დრო ნაკრებში. წარმატებები!
dato
16:51 07-07-2024
4
სამწუხაროა,არადა ისეთ ასაკში ჯერ კიდევ შეეძლო ასპარეზობა
დავითი
16:54 07-07-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული