"მიქაუტაძის ბრალია, რომ "აიაქსში" არაფერი გამოუვიდა" - თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი

AutoSharing Option
„აიაქსის“ ყოფილმა ფეხბრთელმა ჯონ ვან ლოენმა, რომელიც თბილისის „ლოკომოტივში“ მწვრთნელად მუშაობდა, De Oranjekantine-თან პოდკასტში გიორგი მიქაუტაძე გააკრიტიკა. მისი თქმით, მიქაუტაძის ბრალია, რომ ამსტერდამულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა.

„მიქაუტაძე „აიაქსში“ თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა, ამიტომ ჯონ ვან'ტ სხიპს დავურეკე და ვკითხე, შემეძლო თუ არა მისი დახმარება. ის დამთანხმდა. მიქაუტაძე სადილზე დავპატიჟე, მაგრამ არ მოვიდა. მინდოდა ამეხსნა, როგორ მუშაობს კლუბში ყველაფერი. ბევრი ამბობს, რომ აქ ცუდად ექცევიან, მე კი ვფიქრობ, ეს სრული სისულელეა.

ნებისმიერ კლუბში თქვენი სახლი უნდა იპოვოთ. ვარჯიშის შემდეგ გიორგის
როგორც იქნა ვესაუბრე. ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობდა და მგონია, სწავლაც არ უნდა. ვისი ბრალია, რომ არაფერი გამოუვიდა? არა, ეს მხოლოდ ფეხბურთელის ბრალია. არ მაინტერესებს, რომ „აიაქსს“ აკრიტიკებს. თუმცა, ჩემი აზრით, ეს საწყენია. უბრალოდ იყავი კაცი და თქვი: "არასწორად მოვიქეცი“, - ციტირებს ვან ლოენს Voetbalprimeur-ი.

მკითხველის კომენტარები / 71 /
აიაქსში თვითონ იყო არეულ დარეული სიტუაცია იქ არაპროფესიონალებმა მოიყარეს თავი რაც ამ დიდ კლუბს არ ეკადრება.მიქაუტაძე და ბევრი სხვა ტალანტი ვერ დაინახეს მაგიტომ რაც მათ მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა დაადასტურა მოკლედ მიქაუტაძე ცუდ დროს მივიდა აიაქსში ეგ იყო და ეგ.
ZIKO
02:18 08-07-2024
0
თავის პოზიციაზე ერთხელაც რატომ არ ათამაშეთ?!..ან მიზერულ დროს რომ უთმობდით მოედნაზე ეგ რა იყო?..უთქვენოდაც იპოვის გზას და კარიერაც კარგი ექნება!
ედ დე გუი
22:24 07-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული