მიქაუტაძისთვის ბრძოლაში იტალიური კლუბიც ჩაერთო

AutoSharing Option
"რომა" "მეცის" ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით პირადად "ჯალოროსის" მთავარი მწვრთნელი დანიელე დე როსი ინტერესდება.

გამოცემის ინფორმაციით, "რომას" აღნიშნული ტრანსფერის გაჩარხვა გაუჭირდება, რადგან ამ მომენტისთვის მიქაუტაძისთვის ბრძოლაში "მონაკო" ლიდერობს.

შეგახსენებთ, "მეცმა" მიქაუტაძე "აიაქსიდან" 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა. ფრანგული კლუბი გიორგის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს მოითხოვს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
იშვიათია როცა ფრაზა "დაგიხოციათ ერთმანეთი" კარგ კონტექსტში გადის.
ilar10N YouTube
12:21 09-07-2024
1
არავითარი რომა, ბოლონია, და ასე შემდეგ, რით დასრულდა აიაქსის ექსპერიმენტი ყველას კარგად გვახსოვს...მორგებულია ეს კაცი ფრანგულ ფეხბურთს და 1-2 სეზონით მონაკო საუკეთესო ვარიანტია მისთვის, რადგან კლუბი ფრანგულია, შიდა ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე, სადაც ჟორჟი კითხვის ნიშნების გარეშე სასტარტოს კანდიდატია.
ABARA
14:44 09-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული