"პარი სენ ჟერმენი" არ ნებდება და "ნაპოლის" შემტევი დუეტის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადებით მიმართა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 200-მილიონიანი შეთავაზებით მიმართა. ამის შესახებ "ტვიტერზე" ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი პაოლო ბარჯიჯა წერს.

"200 მილიონი ევრო "პარი სენ ჟერმენისგან" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ. საინტერესოა, რას გადაწყვეტს დე ლაურენტისი?", - წერს ბარჯიჯა "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, "ნაპოლის" ოსიმენის გაყიდვა სურს, თუმცა "პარტენოპეი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვარაცხელიას გასხვისებას არ განიხილავს და ქართველთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

alt"თავი "კვარას" ადგილზე წარმოიდგინეთ - ჩემპიონთა ლიგაზე 7.5-მილიონიანი ხელფასით" - იტალიელი ჟურნალისტი

altხვიჩას იტოვებენ,

რუის ადგილი არ იქნება, ოსიმენის გაყიდვას ცდილობენ - ყველაფერი "ნაპოლის" გეგმებსა და მატჩებზე


მკითხველის კომენტარები / 26 /
ძველი ქართული ანდაზაა, "ავი ძაღლი არც თვითონ ჭმას და არც სხვას აჭმევსო."
ეს ლაურეატისი ბიჯო რა ზნედაცემული ავანტიურისტია, ზღვარს გადასული ნაძირალაა. ხვიჩა ნაპოლიში სტაგნაციისკენ წავა, პარიზი მისთვის და ოსიმენისთვისაც, დუეტში იქნება იდეალური ვარიანტი, ორივე კვარაც და ოსიც შეეცდებიან დაამტკიცონ რომ ორი უძლიერესი დუეტია
იკა
09:58 10-07-2024
1
კარგი წინადადებაა. წასასვლელი უნდა წავიდეს. 200 მილიონში 7_8 ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელს იყიდის. დაცვა არ უვარგა ნაპოლის და ცენტრში გამთამაშებლები არა ჰყავს. ორი ახალი თავდამსხმელიც და კონტის საჩემპიონო გუნდი გაუხდება. მოკლედ ყველა რგოლში სჭირდება ნაპოლის ახალი ფეხბურთელები.
ლევანი
22:08 09-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული