საქართველოს ნაკრების 25 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს.
გუგეშაშვილს "ყარაბაღში" თამაში იშვიათად უწევდა, აზერბაიჯანული კლუბი დატოვა და "პანსერაიკოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ქალაქ სერეს კლუბის საიტი იტყობინება, რომ ტანმაღალი მეკარე (სიმაღლე 196 სმ) გუნდს ამ დღეებში შეუერთდება.
"პანსერაიკოსმა" გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა.