საქართველოს ნაკრების მეკარე ბერძნულ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს.

გუგეშაშვილს "ყარაბაღში" თამაში იშვიათად უწევდა, აზერბაიჯანული კლუბი დატოვა და "პანსერაიკოსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ქალაქ სერეს კლუბის საიტი იტყობინება, რომ ტანმაღალი მეკარე (სიმაღლე 196 სმ) გუნდს ამ დღეებში შეუერთდება.

"პანსერაიკოსმა" გასულ სეზონში ქვეყნის ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აზერბაიჯანის ჩემპიონატს საბერძნეთისა რომ სჯობს ეს უდაოა,მთავარია სკამზე ჯდომა არ მოუწიოს და სათამაშო დრო ბლომად ჰქონდეს.
წარმატებები
ბათუმელი ექსპერტი
18:26 09-07-2024
0
რასაც მის გარჯას ვუყურე სანაკრებო ვარჯიშების დროს,მართლა იმსახურებს ნორმალურ ევროპულ კლუბშის თამაშს,წარმატებები ვუსურვოთ!
ხორშელი
20:28 09-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული