"ჩაკვეტაძე ევრო 2024-ზე შესანიშნავი იყო - მსურს, გუნდშიც ასეთი გიორგი ვიხილო" - აცხადებს "უოტფორდის" მწვრთნელი

AutoSharing Option
Head Topics-ი წერს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს "უოტფორდზე" მართებს კონცენტრირება და იმავე დონეზე კლუბში თამაში.

აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრებში ჩაკვეტაძის კარგ თამაშს მედიაში აღმაფრთოვანებელი გამოხმაურებები მოჰყვა. ის "უოტფორდში" პირველ სეზონში დიდ იმედებს იძლეოდა, მაგრამ 37 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფების წინ კი დასვენების მიზნით კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში არ ათამაშეს.

გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი შეაქო: "შეიძლება ითქვას, ჩემპიონშიფის ბოლო რამდენიმე კვირა ის ევროპირველობაზე ფიქრობდა. იმედი მაქვს, ნათელი გონებით დაბრუნდება და სათამაშოდ
მზად იქნება, რადგან ისეთი მოთამაშეა, რომელიც მომწონს.

რაც შემეხება მე, მსურს, ყოველ კვირა "უოტფორდში" ის გიორგი ვნახო, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევროზე ვიხილეთ".

გასულ სეზონში ჩაკვეტაძე "ვიკარიჯ როუდზე" ბელგიური "გენტიდან" იჯარით გადავიდა და ბევრი გაკვირვებული დარჩა, როცა 2 მილიონ ფუნტად გამოისყიდეს. ამის შესახებ კლევერლი ამბობს: "ახლა ის ჩვენი ფეხბურთელია და იანვარში განხორციელებული ტრანსფერი ძალიან წარმატებულად მოჩანს. გერმანიაში შესანიშნავი იყო, გავიმეორებ - მისით ძალიან ვამაყობ. სასიამოვნოა ჩვენი ფეხბურთელების დიდ ტურნირებზე ნახვა. საქართველომ ისტორია დაწერა და დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგ ხასიათზე მყოფი დაგვიბრუნდება და კლუბში თავის საუკეთესო ფორმას აჩვენებს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
უოტფორდის ყველა თამაშა ვუყურე და პერმანენტულად უმატებდა, განსაკუთრებით ფიზიკაში. რაც ნაკრებში გაგიკვირდათ, ალბათ დაცვაში ხშირი და ნაყოფიერი ჩამოსვლა, ართმევაზე დაუღალავი თამაში იყო (ყველაზე მეტჯერ აართვა მეტოქეს ბურთი ჩვენი ბიჭებიდან და ნახევარფინალებამდე ამ მაჩვენებლით მე-5 იყო მთლიანად ტურნირის მასშტაბით). ამ კომპონენტში ყოველ ტურში სულ უფრო მეტს აკეთებდა ჩემპიონშპში. ბევრს და ნაყოფიერად ვარჯიშობს, როგორც ჩანს. ვფიქრობ, ახლა დროა ახალბედას სინდრომიც დასძლიოს და მეტი თავდაჯერებით იმოქმედოს, მეტად აიღოს თამაში თავის თავზე, ლიდერის როლი გაითავისოს, როგორც ნაკრებში და მაქსიმუმ 2 სეზონის ჩატარება მოუწევს ჩემიონშიპში, უოტფორდი რონც ვერ გადავიდეს, ჩაკვეს მაინც წაიყვანს რომელიმე პრემიერლიგური გუნდი და მაგ დროისთვის მისი სახით ძალიან ძლიერი, ტოპ-კლასის ნახევარმცველი გვეყოლება ნაკრებში, სწორედ ისეთი, როგორსაც მისი ბავშვობიდანვე ველოდით.
ქომაგი
14:27 10-07-2024
0
კაკაბაძე,ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი და კიტეიშვილი იმსახურებენ ტოპ 5 ჩემპიონატებში თამაშს
რობი
12:38 10-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული