"ჩაკვეტაძე ევრო 2024-ზე შესანიშნავი იყო - მსურს, გუნდშიც ასეთი გიორგი ვიხილო" - აცხადებს "უოტფორდის" მწვრთნელი

AutoSharing Option
Head Topics-ი წერს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს "უოტფორდზე" მართებს კონცენტრირება და იმავე დონეზე კლუბში თამაში.

აღნიშნულია, რომ საქართველოს ნაკრებში ჩაკვეტაძის კარგ თამაშს მედიაში აღმაფრთოვანებელი გამოხმაურებები მოჰყვა. ის "უოტფორდში" პირველ სეზონში დიდ იმედებს იძლეოდა, მაგრამ 37 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, ევრო 2024-ზე გასასვლელი პლეი-ოფების წინ კი დასვენების მიზნით კლუბში ბოლო 3 შეხვედრაში არ ათამაშეს.

გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ გიორგი შეაქო: "შეიძლება ითქვას, ჩემპიონშიფის ბოლო რამდენიმე კვირა ის ევროპირველობაზე ფიქრობდა. იმედი მაქვს, ნათელი გონებით დაბრუნდება და სათამაშოდ
მზად იქნება, რადგან ისეთი მოთამაშეა, რომელიც მომწონს.

რაც შემეხება მე, მსურს, ყოველ კვირა "უოტფორდში" ის გიორგი ვნახო, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევროზე ვიხილეთ".

გასულ სეზონში ჩაკვეტაძე "ვიკარიჯ როუდზე" ბელგიური "გენტიდან" იჯარით გადავიდა და ბევრი გაკვირვებული დარჩა, როცა 2 მილიონ ფუნტად გამოისყიდეს. ამის შესახებ კლევერლი ამბობს: "ახლა ის ჩვენი ფეხბურთელია და იანვარში განხორციელებული ტრანსფერი ძალიან წარმატებულად მოჩანს. გერმანიაში შესანიშნავი იყო, გავიმეორებ - მისით ძალიან ვამაყობ. სასიამოვნოა ჩვენი ფეხბურთელების დიდ ტურნირებზე ნახვა. საქართველომ ისტორია დაწერა და დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგ ხასიათზე მყოფი დაგვიბრუნდება და კლუბში თავის საუკეთესო ფორმას აჩვენებს".

მკითხველის კომენტარები / 12 /
რაც უტფორდმა გააკეთა გიოსადმი ძალიან ღირსეული და დასაფასებელი საქციელია. გასაგებია რომ მათთვის დარჩენილი მატჩები არაფერს წყვეტდა და თვითონაც აწყობდათ გიოს ევროზე თავის გამოჩენა მაგრამ მაგ ყველაფერს აღქმა და ანალიზი ხო უნდა. პლიუს აშკარად კარგად მოამზადეს. ფიზიკაში ძალიან აქვს გიოს მომატებული. მოკლედ დიდი მადლობა უტფორდს
მინდია
01:55 10-07-2024
0
კიდე უფრო რო მუიმატებს აზრზე არ არიან ჯერ
Levani
22:54 09-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული