"კონტე კვარაცხელიას ღიმილს დაუბრუნებს - ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო" - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
„ტუტოსპორტი“ დღევანდელ ნომერში წერს, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იცის, როგორ დაამყაროს ურთიერთობა ხვიჩა კვარაცხელიასთან, თუ ფეხბურთელი უკმაყოფილო იქნება, გვერდით დაისვამს და იქამდე ელაპარაკება, ვიდრე მის სახეს ღიმილი არ დაუბრუნდება. აღნიშნულია, რომ კვარაცხელიაზე პსჟ-ის მიერ შეთავაზებული წლიური 11 მილიონი ევროს ოდენობის გასამრჯელოს გამო ზეწოლა ძლიერია და აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის მიერ შეთავაზებული 5.5 მილიონის ნაცვლად 8 მილიონს ითხოვს. აღნიშნულია, რომ „ნაპოლიმ“ ტრანსფერში პსჟ-ის 110-მილიონიანი წინადადება უარყო და ალბათ, „კვარა“ დარჩება.

Areanapoli-ს ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩის
შემდეგ ჯუღელმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანს შემდეგი განუცხადა: „რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს. ე.ი. ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო. ასეთი სურვილი მაქვს. სერიოზულად, ეს მე არ მეხება, ეს მხოლოდ „ნაპოლის“ საქმეა. ხვიჩას ბევრი შეთავაზება აქვს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გადასაწყვეტია. თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ მათთვის კარგ თანხად უნდა გაყიდონ, მაშინ გაყიდიან. თუ იტყვის, რომ უნდა დარჩეს, დარჩება. კონტრაქტი კონტრაქტია, ეს ჩვენ გვესმის“.

ჟურნალისტმა მაურიციო დე ჯოვანიმ Marte-ს ეთერში საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ „ნაპოლის“ წარმატება მომავალ სეზონში კვარაცხელიას და დი ლორენცოს საკითხზეა დამოკიდებული, ისინი, სავარაუდოდ, გუნდს არ დატოვებენ, თუმცა საკითხავია - როგორი განწყობით დარჩებიან.

alt"ნაპოლიმ" პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯუღელს რაც ეხება,ის რომ ნორმალურად გაეკეთებინა,ხვიჩა ამ დღეში არ იქნებოდა!შეცდომას შეცდომაზე უშვებს და სულ უფრო ამძიმებს ხვიჩას მდგომარეობას.სერია ას დონეს,მხოლოდ ფეხბურთელი კი არა,მისი აგენტიც უნდა შეესაბამებოდეს.
სოსო
22:17 11-07-2024
3
დაიდო ნობელ არუსტუმიანის ინტერვიუ, სადაც ფიგურირებს ხვიჩას მამა და აგენტი-მამუკა ჯუღელი. ინტერვიუ რათქმაუნდა გულდასმით გადამუშავდა იტალიური მხარის მიერ, შესაბამისი დასკვნებით. რა სამწუხაროა! პირდაპირ გული ჩაგწყდება იმ რეალობით, სადაც ვართ. ასეთ მნიშვნელოვან ამბავზე ასეთი ზედაპირული, ზერელე მიდგომა. მაშინ როცა ამხელა პრობლემა წარმოშვა ელემენტარულმა უცოდინრობამ და ზედაპირულმა მიდგომამ საქმისადმი, როცა არ დაფიქსირდა გამოსასყიდი რაიმე ნიშნულის თანხის სახით. რა მასშტაბის პერსპექტივის განიავებასთან გვაქვს საქმე, ხომ წარმოგიდგენიათ? რომ დაფიქსირებულიყო სადღაც თუგინდ 60-70 მლნ, ხომ ხვდებით რა შესაძლებლობები იხსნებოდა. მართლა ასარჩევად ექნებოდა საქმე ხვიჩას, გნებავთ ბარსა, გნებავთ ლივერი და ნებისმიერი სხვა. ამის მაგივრად დღესაც დგას ეს კაცი და იძახის ლაურენტისის ხელშია ყველაფერი, როგორც ის იტყვისო და გულწრფელად კმაყოფილია თავისი ნამოქმედარით. არანაირი წუხილი, არანაირი მონდომება სიტუაციის გამოსწორების. აი ასეთია სამწუხაროდ ეს თაობა! მარტო ჯუღელი ხომ არაა ესეთი. ეს ის საქმოსნებია, 90-იანებში ორ-სამ თვეში რომ აპირებდნენ ბიზნესების აწყობას თვეში 40%_იანი სესხებით . ამ ხალხის ხელში აღმოჩნდა მთელი თაობის და განა მარტო, მთლიანად ქვეყნის ბედი. 30 წელი რა არ მოაწიეს ამ მართლაც ღვთისაგან დალოცვილ ქვეყანას. სხვაგვარად ამათ ხელში წესით ვერ უნდა გადარჩენილიყო. რამდენი საუნჯის, ნიჭის განიავება მოახერხეს, ხომ წარმოგიდგენიათ? მაგრამ ღმერთს ვუმადლოდეთ, რომ საბედნიეროდ ჯიში და სისხლი არ გადაგვარებულა და სწორედ ხვიჩას თაობა არის ამის დასტური. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათ არ აწუხებთ წინა თაობების ეს მიამიტური , არასერიოზული ხედვები . სწორედ რომ სულზე მოგვისწრო ამ თაობამ და რაღაცა მაინც შემორჩათ, რის საფუძველზეც ნიჭითა და საქმისადმი სწორი მიდგომებით შეძლებენ წარმატებული ქვეყნის აშენებას!
ამატაკი
23:21 11-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული