"დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე ამას შემპირდა..." - რა განაცხადა ანტონიო კონტემ ქართველზე?

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დიმაროში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გუნდის ამოცანებზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ვაჩვენებთ, რომ ძალიან ზუსტი ხედვა გვაქვს იმისა, რა უნდა გავაკეთოთ, ვმუშაობთ როგორც დღევანდელი დღისთვის, ასევე მომავლისთვის. რაფა მარინი ახალგაზრდა და პერსპექტიულია, იმედი გვაქვს, დიდი ხანი იქნება ჩვენთან. თუმცა, მთავარია აწმყოზე ფიქრი და სპინაცოლას გადმობირების დიდი შანსით ვისარგებლე.

გასული სეზონის დამთრგუნველი სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტა. ეს ყველა ასპექტში იმედის გამაცრუებელია, მაგრამ მე ამას დავასრულებ. ყველა გავაფრთხილე, რომ წარუმატებლობა არ
დაივიწყონ. ეს უფრო გამოცდილებს გაგვხდის. სკუდეტო ყველამ ერთად მოიგო და ყველამ ერთად დაკარგა. ჩემი დაბრუნების შემდეგ ამის უკან შემობრუნება ძნელია, თუმცა კლუბისა და ფეხბურთელების დახმარებით სირთულეებს დავძლევთ. ბოლო ჩემპიონატი გუნდისთვის რაღაც აბსურდული იყო, საჭიროა ჩემპიონთა ლიგაზე სააღლუმო გზით დაბრუნება. ესაა მიზანი.

ოსიმენი საუკეთესო მოთამაშეა, პროფესიონალია, კარგა ხანი ველაპარაკე. იცის, ვიდრე აქ არის, საქმისადმი სწორი დამოკიდებულებით მუშაობა მართებს. მომავალი არ მაღელვებს, მთავარი დღევანდელობაა. ის ჩვენი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, არ ვიცით, დარჩება თუ არა, პროგნოზები არ მაღელვებს.

კვარაცხელია და დი ლორენცო - პრეზიდენტი მათ დატოვებას დამპირდა და სიტყვა შეასრულა. ეს კლუბის დამსახურებაა, რომელიც სწორი მიმართულებით მოძრაობს. ეს ორი კარგი ბიჭია. დი ლორენცო ნეაპოლთან მთელი ცხოვრებითაა დაკავშირებული, ძალიან იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მე დავამშვიდე, რამეთუ არ შეიძლება ამდენი წლის ნაშრომი წყალში გადაყარო. სწორედ ეს ავუხსენი.

ორ დღეში "ინტერთან" ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლებელია. რეალობა ასეთია და თუ პროგნოზებს აკეთებთ, გონიერებაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ თქვათ ის, რაც სინამდვილეს არ შეესაბმება. სხვაობა არის, რაც ვიცით, ზილენსკიც "ინტერში" გადავიდა.

ვიმუშავებთ სამ და ოთხმცველიან დაცვაზე. სატრანსფერო ბაზარზე ამის გათვალისწინებით ვიმუშავეთ. ბონჯორნოს ორივე ფლანგზე ეხერხება გარჯა, დი ლორენცოსაც. შევეცდებით ფეხბურთელების მახასიათებლების გაუმჯობესებას და ისეთი ხარისხის მოთამაშეებს გამოვიყენებთ, როგორებიც "კვარა" და პოლიტანიო არიან. პასიური გუნდი არ მჭირდება. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ. უფრო ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებისას უნდა ვიცოდეთ, თავი როგორ დავიცვათ.

ზილენსკის გარეშე - ლობოტკასა და ანგისას წყვილი ერთ-ერთი ძლიერია, კაიუსტეს პოტენციალი გააჩნია და მისგან მაქსიმუმის მიღებაა აუცილებელი. კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბების საშუალება ფოლორუნშოსაც აქვს. ამაზე მუშაობა მოგვიწევს. მოცემულ მომენტში ნახევარმცველის დამატების მოლოდინი არ გვაქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სეზონის ბოლოს უკეთესი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 16 /
ესე იგი, ოსიმენი ყველაზე ძლიერია. პოლიტანო და ხვიჩა ერთ ხარისხში გაჰყავს...გაიქეცი, კვარა, გაიქეცი!!!
ისემც!..
13 ივლისი 2024 23:26
4
ნუ ითარსებით ერთი რა! ჯუღელი ვინცაა და რაცა გასაგებია, მაგრამ კვარა არსადაც არ ჩაიკარგება, რა! უნდა ივარჯიშოს და ითამაშოს მაქსიმალურად და ერთი წლის მერე გადავა გრანდში. თუ ეს ერთი წელიწადი 6-7 მილიონი ექნება ხელფასი ბონუსებიანად, ესეც არაა ცუდი. ეხლანდელ ხელფასზე ოთხჯერ მეტია. თუ ამ ერთ წელიწადში კონტემ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და ლიგაზე გაიყვანა, შეიძლება არსადაც არ წავიდეს, ისევ მოითხოვოს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი და კიდე ერთი წელი დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია, რომ ივარჯიშოს და მაგრად ითამაშოს.
ქართული
13 ივლისი 2024 23:53
6
1 წელში კონტეს "მუშა" ფეხბურთელების გუნდში ისე უნდა გაიბრწყინოს რომ 130 მლნ ვინმემ გადაიხადოს - როგორ არის ეს რეალობასთან ახლოს? კონტეს გუნდებში ვინმე გახსენდებათ კვარას მსგავსმა რომ გაიბრწყინა? სულ სხვა სტილს ათამაშებს და კვარას ბურთთან ეფექტური და ლამაზი მოპყრობა საერთოდ არ აინტერესებს.
რა ვიცი აბა
14 ივლისი 2024 00:07
1
კვარა, შენს თავს უნდა დააბრალო პირველ რიგში, ჯუღელი რომ აირჩიე აგენტად. 2029 წლამდე 130 მლნ გამოსასყიდით გააფორმებ კონტრაქტს და მორჩა, ჩაიკარგები. 5 წელი იტალიის სუსტი ჩემპიონატის საშუალო გუნდში, რომელიც ვერასდროს დასახავს ამბიციურ პროექტს. 28 წლის კი შენს პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელი ვეღარ მოუმატებს - არსებულის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს და ნაპოლიდან ვერონაში ან ტორინოში თუ წახვალ მაგ დროს. იმედია ვცდები, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან სამწუხარო პერსპექტივაა ნაპოლიში დარჩენა.
???
13 ივლისი 2024 23:10
17
ნეტავ შენ პროფესორის მნიშვნელობა იცოდე
გიო-ს
14 ივლისი 2024 00:00
9
გამომივიდა პროფესორი კვარა შეუბერე რა გუნდშიც არ უნდა იყო გულშემატკივრობთ!
გიო
13 ივლისი 2024 23:41
11
ყველა გამოხმაურება
ოსიმენი თუ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია ნაპოლიში run ხვიჩა run . ესეიგი მწვრთნელი უბერავს, მგონი გადასვლის დროა მართლა როგორმე
C
14 ივლისი 2024 02:24
6
ნახევარმცველის დამატებას არ ველოდებითო... სუ გაგიჟდა... ამდენი მცველი ძაან კაია, მარა ზელისნკის წასვლის მერე მარტო ლობოტკას და ანგისას იმედადაა ეს ჩემისა?? კაიუსტე უალტერნატივო სასტარტო რჩება, წრეზე მიდიან მგონი :-/
რა მაფიაა?
14 ივლისი 2024 10:10
3
ამ გუნდიდან რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს უნდა წავიდეს. საერთოდ რომ არც ითამაშოს 3 წელი კიდე. ნაკრებს მთავარია გამოადგეს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
13 ივლისი 2024 23:37
24
აგენტზე ბევრია დამოკიდებული მარა მთლად აგენტები ყველაფერში დამნაშავეები ვერ იქნებიან. ისინი კლიენტის ნებას წარმოადგენენ და საბოლოო გადაწყვეტილებას კლიენტი იღებს. მერე მეორეა და ჩვენი ფეხბურთელები ტოპ კლუბებში ახალი ამბავია. ადრეც იყვნენ მარა კანტი კუნტათ რო იტყვიან. არ იციან მაგალითად ვაჭარ დელაურენტისნაირ ხალხთან როგორ ილაპარაკონ. თავიდან მილიონი ორი მილიონი ჩვენი ფეხბურთელებისთვის რომლებიც იწყებენ მაგარი ფულია და მაგ დროს უგებენ მახეს. მე ესე მგონია
ლაშა
14 ივლისი 2024 14:18
2
დაანებეთ თავი ამ ბიჭს, სასწაულებეს აკეთებს ხვიჩა და ვიღაც ჯუღელმა, დე ლაურენტისმა და კონტემ ნუ ჩააოხრეთ საქმე
ჭიჭიკო
14 ივლისი 2024 14:39
12
არაფერი გამოუვა კონტეს. ახლადმოსულებმა შეიძლება თავებიც მოიკლან თამაშით, მაგრამ ძველები ითამაშებენ ზუსტად ისე როგორც თამაშობდნენ შარშან. არც ოსიმენი და ხვიჩა მოუმატებენ და მით უმეტეს არც დი ლორენცო, ანგისა თუ ლობოდკა. კაიუსტე ხომ ცალკე საღადაო თემაა. ამ ბიჭებმა თავისი უკვე ითამაშეს ნაპოლიში. ეხლა ყველას წასვლა უნდა. 10 ტურის შემდეგ კონტეც დაადგება იმავე გზას, რომელსაც დაადგნენ გარსია და კოლცონა. ასე რომ ტყუილად ფაფხურობს კონტე. ინტერი, მილანი და იუვე კი არა, მადლობა თქვას სახლში ემპოლი - ტორინოები თუ დაამარცხონ.
გაიგე ანზორი?
14 ივლისი 2024 13:29
7
ხვიჩას აგენტია საცემი ამ დღეში ჩაგდებისთვის.
დათო
14 ივლისი 2024 11:57
8
წუწურაქი ლაურენტისი შესაფერის ხელფასს არ აძლევს და ხვიჩას აგენტს ადანაშაულებ?
რა ლოგიკაა
14 ივლისი 2024 14:11
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული