რამდენიმე იტალიური სპორტული გამოცემა იტყობინება, რომ "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლა დაბლოკა, მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს და ტრანსფერს ვეტო დაადო, რამეთუ კლუბი მისდამი ღრმა პატივისცემას გამოხატავს, არსად არ გაუშვებს და მინიმუმ ერთი სეზონით დაიტოვებს.
ახლა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველთან საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ივლისის ბოლომდე გეგმავს. სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ცნობით, შეხვედრა ფეხბურთელის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შედგება, მიზანი კონსესუსის მიღწევაა - "კვარას" ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას (აგრეთვე ოფციას 2030 წლამდე) და სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ
ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: დე ლაურენტისი აგენტთან და ხვიჩას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან ერთად განიხილავს, არის თუ არა საჭირო კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის თაობაზე პუნქტის შეტანა.
2. კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტის შეტანა აუცილებელია.
3. ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი არ არის საჭირო.
არ მოაწერო ხელი, ხვიჩა!