"ის აქ არის და ის იდეალურია" - "ლიონმა" მიქაუტაძე წარადგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფეხბურთელია, - ამის შესახებ ინფორმაცია "ოლიმპიკმა" კლუბის საიტით დაადასტურა. ფორვარდმა ფრანგულ კლუბთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"ის აქ არის და ის იდეალურია", - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში "ლიონის" ოფიციალურ გვერდზე.

"მეცი" ტრანსფერში 18.5 მილიონ ევროს მიიღებს, აგრეთვე შეიძლება დამატებით მაქსიმუმ 4.5 მილიონს და 15%-ს შემდგომი შესაძლო ტრანსფერიდან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველის ტრანსფერი აგენტის, ალენ მილიაჩოს გამო ჩაშლის პირას იყო, ვინაიდან მას თავისი კლიენტის "მონაკოში" გადაყვანა სურდა.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე "ლიონის" აკადემიაში 2008/2015 წლებში ირიცხებოდა.


მკითხველის კომენტარები / 17 /
ყოჩაღ გიორგი! მაგარი ამბები ხდება ბოლო პერიოდი ქართულ სანაკრებო ფეხბურთში! ჯვარი გვწერია ჩვენ ყველას ერთად და გიორგის...
gulshematkivari0703
00:27 19-07-2024
0
ეგრე. და მონაკოს გათხარე რაც შეიძლება ბევრი გოლები ეხლა რო გაიხნენ ვიღაცეები და მ****. ათ ცხოვრება მწარედ
IIIF
23:41 18-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული