"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"კრაკოვიას" პრეზიდენტმა მათეუშ დრუჟდმა Kanał Sportowy-სთან ინტერვიუში ოთარ კაკაბაძის შესახებ ისაუბრა.

დრუჟდის თქმით, ინფორმაციები იმის შესახებ, რომ კაკაბაძის სანაცვლოდ წინადადება მიიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ გვყავს, ყველა მათგანი იყიდება, თუ შესაბამის წინადადებას მივიღებთ. როცა ოთარის შესახებ გავიგე, რომ მის სანაცვლოდ რამდენიმე მილიონიანი წინადადება მივიღეთ, გამეღიმა, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა.

დიდებული სანახავია, როცა შენი კლუბის ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე დიდებულად ასპარეზობს და ესპანეთთან საგოლე პასს ასრულებს. მატჩამდე და მატჩის შემდეგ ოთარს ვესაუბრე და გავამხნევე, ასე რომ, მის წარმატებაში გარკვეული წვლილი
მეც შევიტანე", - განაცხადა დრუჟდმა.

შეგახსენებთ, კაკაბაძეს "კრაკოვიასთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულს ეწურება.

altოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა

alt"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან

altქართველების მიმართ ინტერესი იზრდება - კაკაბაძემ შეიძლება კარიერა ინგლისში ან გერმანიაში გააგრძელოს

მკითხველის კომენტარები / 7 /
აწი კიდე მოუმატებს და ფასიც გაეზრდება. მერე კი ნამდვილად გაიყიდება.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
21:16 20-07-2024
0
ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ არ ყავთ მსურველები კაკაბაძეს?კიტეიშვილს?ქოჩორაშვილს? დვალს?მამარდაშვილს?ესეიგი ევროპაზე კარგი თამაში არაფერს არ ნიშნავს?!ასე იყო შარშან ახალგაზრდულ ჩემპიონატის შემდეგ და ასე გაგრძელდა ახლაც,არადა ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები და ჟურნალისტები საპირისპიროს გვარწმუნებდნენ!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული