"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას თავის პროექტში ცენტრალურ ფიგურად განიხილავს და ევროპირველობისას ხშირად ესაუბრებოდა.
ქართველზე კონტემ შთაბეჭდილება მოახდინა, ესმის, რომ გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით შეუძლია პროგრესირება, მასთან მუშაობა უნდა და კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა.
ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას თანამშრომლობის 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობს, რომელიც ბოლოს შეიძლება 7 მილიონამდე გაიზარდოს. ფეხბურთელი და აგენტი 8 მილიონს და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანას მოითხოვენ.
გამოცემა აგრეთვე იტყობინება, რომ ხვიჩა შვებულებაში უქმად როდია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ველოსიპედზე,