გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 33 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, - ამის შესახებ თეირანული კლუბი საიტით იტყობინება.

გველესიანს ირანულ კლუბთან ხელშეკრულება დაუსრულდა, თუმცა კიდევ ერთი სეზონით გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

გიორგი "პერსეპოლისში" 2022 წელს გადავიდა და გასულ სეზონში გუნდი ჩემპიონი მისი გოლით გახდა. ის ირანში 2017 წლიდან თამაშობს - ადრე "ზობ აჰანის" და "სეპაჰანის" ღირსებას იცავდა.

მან საქართველოს ნაკრებში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა - 3-ჯერ ევრო 2024-ზე.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რა აზრი ქონდა ამის ევროპაზე ჩამოთრევას
46
წადი ძმაო თავი დაგვანებე ცოტა ხნით, აღიზიანებ ხალხს უკვე! ყველგან შენ ხარ! მამარდაზე და კვარაზე მეტად ჩანხარ, არ გრცხენია? თუმცა თუ უკვე გაგაქოცეს აღარაფრის შეგრცხვება!
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული