"Kvaracentrico. ქართველი "ნაპოლის" სახეა და გზა უნდა გაუნათოს - კონტემ ვარჯიშზე ფეხბურთელები გატანჯა" - იტალიური მედია

AutoSharing Option
areanapoli აღნიშნავს, რომ ახალი "ნაპოლი" "კვარაცენტრული" (Kvaracentrico) იქნება, რამეთუ მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის აშენებას ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აპირებს, ქართველი მისი ნდობით კმაყოფილია, წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს, თავად 8 მილიონს ითხოვს და თუ კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე განახლებაზე არ დათანხმდა, ძველი პირობებით დარჩენა მოუწევს.

ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ვარჯიშზე კონტემ ფეხბურთელები გატანჯა, კვარაცხელიას ზურგზე მცირე პრობლემა შეექმნა, თუმცა ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს და მოედანზე დაბრუნდა.

"გაძეტა დელო სპორტი" წერს, რომ ხვიჩას ანტონიო მისი ტალანტიდან გამომდინარე, აბსოლუტურ ლიდერად მიიჩნევს, გუნდი ქართველისა და
ჯოვანი დი ლორენცოს გარეშე ვერ წარმოუდგენია, შეხვედრით ბედნიერია და ახალი სეზონის მათთან ერთად ხალისიანად დაწყება ახარებს:

"ყველას მზერა "კვარასკენაა" მიპყრობილი, ვინაიდან როგორც არასდროს "ნაპოლის" პროექტის სახეს წარმოადგენს. ეს პატარა მინიშნებებით თავიდანვე ნათელი იყო, როდესაც ვიდეოში ტრენტინოს შეკრებას და ახალი სპონსორის ფორმას რეკლამა გაუკეთა და ეს მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ყოფნის გამო იქ ფიზიკურად არ იმყოფებოდა. მოკლედ, ჩავარდნილი სეზონის შემდეგ ნეაპოლური რესტარტის და გარანტირებული ამბიციების სიმბოლოა. ცხადია, ის რჩება ახალი ტექნიკური პროექტის მთავარ საყრდენად, რომელიც კონტეს სურდა იმთავითვე ყოველმხრივ დაეკავშირებინა თავის მომავალთან.

ხვიჩა ასევე მემკვიდრეობით მიიღებს ვიქტორ ოსიმენისგან წამყვანი ფეხბურთელის როლს, რომელიც ნეაპოლურ კარიერას ასრულებს. ნიგერიელმა საერთო ჯგუფთან ერთად ტაქტიკურ მეცადინეობაში მიიღო მონაწილეობა, მერე ბაზაზე გულშემატკივრებს მიესალმა და სპორტულ დარბაზში წავიდა. ორი ვარსკვლავი - ერთი მიმავალი და მეორე, რომელმაც "ნაპოლის" მომავალი გზა უნდა გაანათოს. ის პატივისცემის სიტყვებით კმაყოფილია და სურს კონტეს ნდობა დრიბლინგებით, წინამძღოლობით, საგოლე გადაცემებით და გოლებით გადაუხადოს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
მძორ და არაფრისმკეთებელ ლუკაკუს 6 მილიონი + ბონუსები შესთავაზა ნაპოლის და ხვიჩასათვის, რომელსაც ეუბნება კლუბის სახე და წამყვანი ფეხბურთელი ხარო 4,5მილიონზე მეტს ვერ იმეტებს წუწურაქი ლაურენტისი.
შეითანხმდეს ხვიჩა წინასწარ რომელიმე კლუბს (მაგ. პსჟ-ს) უფასოდ გადასვლის შემთხვევაში ისეთ თანხაზე(ე/წ ,,პადიომნი") რაც დაბალანსება ნაპოლის წუწურაქობას, არ გაუფორმოს ახალი კონტრაქტი ნაპოლის და მსუბუქად სიამოვნებისათვის ჩაამთავროს სეზონი, ტრავმებს აარიდოს თავი და სეზონის ბოლოს ფასი რომ დაეცემა მერე მიხვდება წუწურაქი ლაურენტისი რომ უნდა გაეშვა
ქომაგი
09:11 27-07-2024
11
ოსიმენს ყიდი და ლუკაკუს იმატებ,ძალიან დიდი უაზრობაა. და ამ პოლიტიკით გახდება ნაპოლი ჩემპიონი? 2 თავით მაღლა დგას ოსიმენი ლუკაკუზე.
Რერო
12:39 27-07-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული